ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 74


ვაკანსიის N 46284     

პოზიციის დასახელება
მრჩეველი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა
20.12.2017
თანამდებობრივი სარგო:
5200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             -  თანამდებობის პირებისთვის შესაბამისი აქტივობის დაგეგმვა მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით და კონსულტაციის გაწევა  სხვადასხვა საკითხებზე ;
- შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, სამსახურის წარმომადგენლობა სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში;
-  თანამდებობის პირებისათვის პრესკონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება, მათი ყოველდღიური აქტივობის შესახებ სიახლეების გაშუქებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან აქტიური კომუნიკაცია;
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირების დაგეგმვა; თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა, შესაბამისი დავალებების მიხედვით კონსულტაციის გაწევა;
- მერიის სამსახურებისთვის საჭირო ინფორმაციის შერჩევა, დამუშავება და სელექციის ორგანიზება; შესაბამისი სამსახურებისა და მედიის აქტიური კოორდინაცია და უწყებების შიდა კონსულტაციის შედეგად, საზოგადოებამდე ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში მიწოდების ორგანიზება; 
- მერიის თანამდებობის პირების უცხოეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების, ასევე მივლინებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა, მათი აქტივობის შესახებ მასობრივი მედია საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა;  
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში უცხო ქვეყნის (ქვეყნების) წარმომადგენელთა ვიზიტების, გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მედიის საშუალებებით და შესაბამის თემებზე მათთან კოორდინირებული მუშაობა; მერიას დაქვემდებარებულ შესაბამის უწყებებთან მედიის წარმომადგენლების კომუნიკაციის ორგანიზება და მათთვის საჭირო მასალების მიწოდება; 
- მედიასთან ურთიერთობის საკითხებში დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი რჩევებისა და კონსულტაციების გაწევა.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს  კონსტიტუცია;

ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, შარტავას 7
საკონტაქტო ტელეფონები
032 2378622; +995 577181118
საკონტაქტო პირი
თეონა დვალი

დამატებითი მოთხოვნები
                    სავალდებულოა მედიაში ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
სასურველია მაგისტრის ხარისხი;
სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა.

ანალიტიკური აზროვნება; 
• გუნდური მუშაობა;
• დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; 
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
• საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• დროის ეფექტიანი მართვის უნარი.




                    

დამატებითი ინფორმაცია
                    * გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის.
* კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
ბ)სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
გ)სავალდებულოა კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
* საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვნელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება