ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 83


ვაკანსიის N 46282     

პოზიციის დასახელება
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა
20.12.2017
თანამდებობრივი სარგო:
5600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             
-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებაში  და ეფექტური კომუნიკაციის პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;  
- სამოქალაქო და საზოგადოებრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა -  განხორციელებაში კონსულტაციის გაწევა;
- სამსახურის სტრუქტურის შესაბამისად, პიარ აქტივობების დაგეგმვაში  იმპლემენტირებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელების გეგმის შედგენაში კონსულტაციის გაწევა.
- სპეციალური ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება- ჩატარებისთვის;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ თუ ჰუმანიტარულ  ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებაში კონსულტაციის გაწევა;
-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში მონაწილეობის მიღება და კონსულტაციების გაწევა;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კორპორატიული, სპორტული, ინტელექტუალური  ღონისძიებების ორგანიზებაში კონსულტაციების გაწევა;
- ვებბანერებისა და საბეჭდი მასალების დიზაინის დამზადებაში კონსულტაციის გაწევა;
- კამპანიური ხასიათის ცალკეული პროექტების შემუშავება, განხორციელებასა და მონიტორინგში კონსულტაციის გაწევა;

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს  კონსტიტუცია;

ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, შარტავას 7
საკონტაქტო ტელეფონები
032 2378622; +995 577181118
საკონტაქტო პირი
თეონა დვალი

დამატებითი მოთხოვნები
                    სავალდებულოა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

სასურველია ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    * გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის.
* კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
ბ)სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
გ)სავალდებულოა კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
* საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვნელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება