ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 125


ვაკანსიის N 46154     

პოზიციის დასახელება
მერის მრჩეველი საორგანიზაციო საკითხებში
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
საორგანიზაციო საქმიანობა
განცხადების ბოლო ვადა
15.12.2017
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - თბილისის მერის საქმიანობაში ორგანიზაციული და საინფორმაციო კუთხით რჩევების შემუშავება;
- თბილისის მერის დავალებების შესრულებაზე სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა;
- გამოვლენილი პრობლემების ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა, მიზეზების მოკვლევა და პრიორიტეტიზაცია;
- თბილისის მერისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკითხების იმპლემენტაციაში კვალიფიციური დახმარების გაწევა;
- თბილისის მერის დავალებების შესრულება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.



            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა)საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

გ)საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

დ)საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე)საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ)საქართველოს კანონი „საქართველოს მთვრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ზ)საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

თ),,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერის №19-58 დადგენილება;

ი),,ქალაქ თბილისის მუნიციცპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერის №19-61 დადგენილება.

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, შარტავას 7
საკონტაქტო ტელეფონები
032 2378622; +995 577181118
საკონტაქტო პირი
თეონა დვალი

დამატებითი მოთხოვნები
                    
სავალდებულოა მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საორგანიზაციო საქმიანობის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება

სავალდებულოა ერთი უცხო ენა მაინც.

 პროფესიული უნარები: 

1.	 ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
2.	სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
3.	ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
4.	ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
5.	თათბირისა და შეხვედრების ორგანიზების უნარი;
6.	გუნდის განვითარების უნარი;
7.	პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
8.	გუნდური მუშაობის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    * გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის.
* კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
ბ)სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
გ)სავალდებულოა კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
* საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვნელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება