ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 35


ვაკანსიის N 44762     

პოზიციის დასახელება
სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა
11.09.2017
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ა) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის პროექტის მომზადება და განხორციელება მგს 27001:2011 სტანდარტის და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მინიმალური მოთხოვნების შესრულების კოორდინირება;
გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
დ) ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერის უზრუნველყოფა; 
ე) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადების, განხილვის, დამტკიცებისა და გადახედვის პროცესის კოორდინაცია;
ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების კოორდინაცია და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შედგენა და ამ გეგმის შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ანგარიშვალდებულ პირებთან;
თ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობის წარმართვა;
ი) გადაწყვეტილების მიღება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დახმარების ჯგუფის მიერ ორგანიზაციის ინფორმაციული აქტივის, ინფორმაციული სისტემის ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალი საგნის წვდომის შესაძლებლობის/შეუძლებლობის შესახებ;
კ) ცენტრის თანამშრომლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
ლ) ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის პროცესის ხელშეწყობა; 
მ) საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ბ) მგს 27001:2011 სტანდარტი;

გ) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;

ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №89/ნ ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი 0193, მ. ალექსიძის ქ. №1
საკონტაქტო ტელეფონები
(+995 322) 200 220 (*3599)

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) სასურველია ჰქონდეს გამოცდილება შემდეგ სფეროებში: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მენეჯერული, პროექტებისა და მართვის სტანდარტების დანერგვა;
ბ)  სერტიფიკატები - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), სტანდარტიზაციის ბრიტანული ინსტიტუტის (BSI) ან ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ გაცემული სერტიფიკატი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში; IT Infrastructure Library (ITIL) ექსპერტის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

        იმ შემთხვევაში, თუ შერჩეულ კანდიდატს არ გააჩნია მოთხოვნილი სერტიფიკატებიდან ერთ-ერთი, მაშინ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის მონაცემებს და განცხადებას უგზავნის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს. სააგენტო შერჩეული კანდიდატის ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ცოდნის, კომპეტენციისა და გამოცდილების შეფასება-დადასტურებას ახდენს ტესტირების საფუძველზე. მონაცემთა გაცვლის სააგენტო ორგანიზაციას 5 სამუშაო დღის განმავლობაში აცნობებს ტესტირების თარიღს. ტესტირების პასუხები ტესტირებიდან 5 სამუშაო დღეში ეცნობება როგორც კანდიდატს, ასევე დამსაქმებელ ორგანიზაციას.

კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები:
    ა) ეფექტური კომუნიკაცია;
    ბ) ანალიტიკური აზროვნება;
    გ) დროის ეფექტურად მართვა;
    დ) გუნდში მუშაობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                        კონკურსებში მონაწილე კანდიდატებმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) -„ჩემი რეზიუმე“ – ს „განათლება“ ველში უნდა ატვირთონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და მიუთითონ 2 რეკომენდატორის ვინაობა (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი). 

გამარტივებული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით; 
დასაქმების ხანგრძლივობა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება