ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 97


ვაკანსიის N 44760     

პოზიციის დასახელება
სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სტრატეგიული განვითარების და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
კატეგორია
კოორდინაცია
განცხადების ბოლო ვადა
11.09.2017
თანამდებობრივი სარგო:
1320 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             1.	სტრატეგიული განვითარებისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე მიღებული კორესპონდენციის გაცნობა და პასუხების მომზადება; 
2.	ცენტრის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განვითარების, განახლების და მათი შესრულების მონიტორინგის პროცესების სამუშაოთა განხორციელება;
3.	ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
4.	ცენტრის განვითარებაზე ორიენტირებული მართვის მოდელის დანერგვის, (ტრენინგები, კონსულტაციები, ვალიდაცია) და შესაბამისი მასალების (საინფორმაციო, გზამკვლევები) განვითარების სამუშაოთა განხორციელება;
5.	საგანმანათლებლო დაწესებულებებში განვითარებაზე ორიენტირებული მართვის მოდელის დანერგვის სამუშაოთა განხორციელება (ტრენინგები, კონსულტაციები, ვალიდაცია, შესაბამისი მასალების განვითარება); 
6.	ცენტრში მართვის ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო წინადადებების მიზანშეწონილობის ანალიზისათვის, ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად პროექტების/პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების პროცესის კოორდინაციისა და ანალიზისათვის საჭირო სამუშაოთა გახორციელება; 
7.	ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სამუშაო პროცესებისა და პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ანალიზის, რეკომენდაციებისა, და სხვა მეთოდური დოკუმენტების შემუშავების კოორდინაციისათვის და მათი განხორციელების ეფექტურობის შეფასებისათვის საჭირო საქმიანობის გახორციელება; 
8.	ცენტრში კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესისათვის კონსულტაციის, შესრულებული კვლევების ეფექტურობის ანალიზისა და კონტროლისათვის საჭირო სამუშაოთა გახორციელება;
9.	დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის შიდა დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება;
10. ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ბ) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ”;

გ) საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;

დ) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერის №99/ნ ბრძანება;

ე) „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;

ვ) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბერის №120/ნ ბრძანება;

ზ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №89/ნ ბრძანება;

თ) ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG);

ი) ბოლონიის პროცესი.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი 0193, მ. ალექსიძის ქ. №1
საკონტაქტო ტელეფონები
(+995 322) 200 220 (*3599)

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) სასურველია, კვლევების დაგეგმვისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების სამუშაო გამოცდილება;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა.

უნარები:
ა) ეფექტური კომუნიკაციის;
ბ) ანალიტიკური აზროვნების;
გ) დროის ეფექტურად მართვის;
დ) გუნდში მუშაობის.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსებში მონაწილე კანდიდატებმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) -„ჩემი რეზიუმე“ – ს „განათლება“ ველში უნდა ატვირთონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და მიუთითონ 2 რეკომენდატორის ვინაობა (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი). 

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. 

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება