ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 46


ვაკანსიის N 44756     

პოზიციის დასახელება
სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
11.09.2017
თანამდებობრივი სარგო:
1785 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             1.	საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელობა;
2.	საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს თანამშრომელთა საქმიანობის დაგეგმვა, მათი მუშაობის კოორდინაცია, თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხისა და დროულობის კონტროლი;
3.	საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს თანამშრომელთათვის კონკრეტული მიმართულებების მიცემა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით და მათთვის თემატური კონსულტაციების გაწევა;
4.	საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს თანამშრომელთათვის საკითხების გადანაწილება, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კოორდინაცია;
5.	საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციების განაწილება;
6.	კორესპონდენციებში დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილების დროულად მიღების უზრუნველყოფა;
7.	ცენტრის სტრატეგიის შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასოციაციებში, ქსელებში ცენტრის გაწევრიანების პროცესის წარმართვა და მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
8.	საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციების საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში გავრცელების მიზნით ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის ხელმძღვანელობა და მათი განხორციელების გზების დასახვის კოორდინაცია; 
9.	განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების  კოორდინაცია;
10.	საერთაშორისო აკრედიტაციის განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; 
11.	ბოლონიის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან თანამშრომლობის კოორდინაცია; 
12.	ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, განათლების სფეროში შესაბამისი ცვლილებების გახორციელებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია; 
13.	ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირისა და განათლების სფეროში მისი პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;
14.	ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეფასების პროცესების კოორდინაცია;
15.	ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლობის კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან;
16.	ცენტრის ორგანიზაციულ განვითარებასთან დაკავშირებული პროექტებისა და პროგრამებისათვის დონორებისა და ფონდების მოძიება და მოზიდვა;
17. დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის შიდა დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება;
18. ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ბ) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ”;

გ) საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;

დ) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერის №99/ნ ბრძანება;

ე) „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;

ვ) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბერის №120/ნ ბრძანება;

ზ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №89/ნ ბრძანება;

თ) ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG);

ი) ბოლონიის პროცესი;

კ) საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაში განათლებას მიკუთვნებული თავები.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი 0193, მ. ალექსიძის ქ. №1
საკონტაქტო ტელეფონები
(+995 322) 200 220 (*3599)

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა;
ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ურთიერთობის, კვლევების დაგეგმვის და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უნარები:
ა) ეფექტური კომუნიკაციის;
ბ) გადაწყვეტილების მიღების;
გ) ანალიტიკური აზროვნების;
დ) დროის ეფექტურად მართვის;
ე) გუნდში მუშაობის.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსებში მონაწილე კანდიდატებმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) -„ჩემი რეზიუმე“ – ს „განათლება“ ველში უნდა ატვირთონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და მიუთითონ 2 რეკომენდატორის ვინაობა (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი). 


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება