ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 31


ვაკანსიის N 44601     

პოზიციის დასახელება
თავმჯდომარის მრჩეველი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
კატეგორია
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა
31.08.2017
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • ოფიციალურ კორესპონდენციასთან, წერილებთან მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში;
• კონფერენციებისა და სემინარების მომზადება და ორგანიზება;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების თაობაზე სტრატეგიის შემუშავების პროცესში  მონაწილეობის მიღება;
• საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
• დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესში  მონაწილეობის მიღება;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით, რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 
• ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება. 

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილება;

- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 20 სექტემბრის №2-206 ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ვაზისუბნის ქ. №25
საკონტაქტო ტელეფონები
231 30 26
საკონტაქტო პირი
მარინე დოსმიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში მუშაობის გამოცდილება.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს: 
* უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი; 
* სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
* სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად. 
გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება









საწყის გვერდზე დაბრუნება