ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 29


ვაკანსიის N 44387     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ქონების განკარგვა
განცხადების ბოლო ვადა
21.08.2017
თანამდებობრივი სარგო:
850 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
მარნეული
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, სათანადო დასკვნების და 
 რეკომენდაციების შემუშავება;
- წინადადებების საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საკითხებზე;
- მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა;
- მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;
- შემოსული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, დაარქივება;
- გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიების საქმიანობის ხელშეწყობა;
- გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
პროფესია
ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
  •  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
  •  საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ";
  • „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის,  ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8  დეკემბრის №669 დადგენილება;
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18    დადგენილება;
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“    მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №23 დადგენილება.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73
საკონტაქტო ტელეფონები
591609858; 595255515
საკონტაქტო პირი
ჯემალი დეკანოიძე; ლელა ქრისტესიაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
- ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა.



                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სამოტივაციო წერილი.
2. კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
3. კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებულ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.marneuli.gov.ge -ზე და კონკურსანტებს ეცნობებათ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
4. კონკურსის ეტაპის დასრულებისა და შესაბამისი შედეგების თაობაზე ინფორმაცია კონკურსანტებს მიეწოდებათ, მათ მიერ მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება