ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 39


ვაკანსიის N 44383     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
მონიტორინგი
განცხადების ბოლო ვადა
21.08.2017
თანამდებობრივი სარგო:
750 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
მარნეული
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;
- მოსახლეობისათვის ინფორმაციის მოწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; 
- სტიქიური უბედურებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღება;
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობის/პირობების შეუსრულებლობის 
 შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებათა გატარება;
- კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორცილება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე;
- მოსახლეობისათვის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- გარე რეკლამების განთავსების, სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლი;
- საკარმიდამო ნაკვეთებისა და გზის ნაპირებზე განლაგებული ზეხმელი, ხმელი, ფაუტი, მრუდეღეროიანი ხეების, რომლებიც წარმოადგენენ მოსახლეობისათვის საშიშროებას, შემოწმება და საბალანსო ღირებულების დაანგარიშება;
- ბუნებრივი რესურსების დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია, მონიტორინგი და კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მასზედ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი პროფესიული
საკონკურსო თემატიკა
                    
  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
  •  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18  დადგენილება; 
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №31 დადგენილება;
  • „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
  • „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე"  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73
საკონტაქტო ტელეფონები
591609858; 595255515
საკონტაქტო პირი
ჯემალი დეკანოიძე; ლელა ქრისტესიაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
- ინფორმაციის შეგროვებისა და (გაცემის) უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სამოტივაციო წერილი.
2. კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
3. კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებულ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.marneuli.gov.ge -ზე და კონკურსანტებს ეცნობებათ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
4. კონკურსის ეტაპის დასრულებისა და შესაბამისი შედეგების თაობაზე ინფორმაცია კონკურსანტებს მიეწოდებათ, მათ მიერ მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება