ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 24


ვაკანსიის N 44381     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
სამშენებლო საქმე
განცხადების ბოლო ვადა
21.08.2017
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
მარნეული
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ორგანიზება და სათანადო დოკუმენტის მომზადება, მშენებლობა დასრულებული ობიექტების 
 ვარგისად აღიარების დოკუმენტაციის მომზადება;
- სივრცითი მოწყობისა და ქალაქთ მშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთ მშენებლობის 
 საინფორმაციო–საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება;
- წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთ მშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
- ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურში შიდა კანცელარიის წარმოება, რაც გულისხმობს სამსახურში შემოსული ყველა 
 წერილისა და კორესპონდენციის აღრიცხვა-რეგისტრაცია;
- საქმისწარმოება მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
- შემოსულ წერილებზე და კორესპონდენციაზე შესრულების ვადების კონტროლი;
- თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა, სივრცით–ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვა, კანონით დადგენილი 
 შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
- შესრულებული პროგრამებისა და სამუშაოების შესახებ ანგარიშის შედგენა;
- საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მასზედ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი პროფესიული
საკონკურსო თემატიკა
                    
  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
  •  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18  დადგენილება;
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ" მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 08 ოქტომბრის №12/2 დადგენილება;
  • „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
  • „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე"  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73
საკონტაქტო ტელეფონები
591609858; 595255515;
საკონტაქტო პირი
ჯემალი დეკანოიძე; ლელა ქრისტესიაშვილი;

დამატებითი მოთხოვნები
                    კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
- ინფორმაციის შეგროვებისა (და გაცემის) უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სამოტივაციო წერილი.
2. კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
3. კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებულ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.marneuli.gov.ge -ზე და კონკურსანტებს ეცნობებათ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
4. კონკურსის ეტაპის დასრულებისა და შესაბამისი შედეგების თაობაზე ინფორმაცია კონკურსანტებს მიეწოდებათ, მათ მიერ მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება