ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 30


ვაკანსიის N 44379     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა
21.08.2017
თანამდებობრივი სარგო:
850 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
მარნეული
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის 
 საკითხებზე;
- ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, დეფექტური, შედარების, მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების 
 შედგენა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სამუშაოების ფარული, შუალედური, საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმება და მათი 
 სისწორის დადასტურება შესაბამისი ხელმოწერით;
- სამუშაოების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და 
 სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმების ჩატარება;
- საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი 
 წერილობითი დოკუმენტების შედგენა და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი შესაბამისი დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით 
 დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავება;
- ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანა, ხელშეკრულების პირობების 
 დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების საჯარიმო სანქციის პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის 
 შემთხვევაში ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებების და დასკვნების შედგენა;
- შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად შემსრულებლის მიერ სამშენებლო მასალების და 
 კონსტრუქციების ხარისხის მათი გამოყენების ვარგისიანობაზე ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდების და შემოწმებების კონტროლი და 
 ზედამხედველობა;
- ანგარიშების მომზადება გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    
  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
  •  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18  დადგენილება;
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ" მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 08 ოქტომბრის №12/2 დადგენილება.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73
საკონტაქტო ტელეფონები
591609858; 595255515
საკონტაქტო პირი
ჯემალი დეკანოიძე; ლელა ქრისტესიაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სამოტივაციო წერილი.
2. კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
3. კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებულ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.marneuli.gov.ge -ზე და კონკურსანტებს ეცნობებათ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
4. კონკურსის ეტაპის დასრულებისა და შესაბამისი შედეგების თაობაზე ინფორმაცია კონკურსანტებს მიეწოდებათ, მათ მიერ მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება