ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 21


ვაკანსიის N 44378     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
21.08.2017
თანამდებობრივი სარგო:
850 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
მარნეული
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - შესყიდვების გეგმის მიხედვით ელექტრონული შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
- შესასყიდი ობიექტის ფასებისა და სხვა პირობების დადგენისათვის დადგენილი წესით ბაზრის მოკვლევის უზრუნველყოფა;
- ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზის წარმოება;
- სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შედგენა, დასამტკიცებლად სატენდერო კომისიისათვის წარდგენა;
- სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და მათი შესყიდვების ერთიან ელ. სისტემაში განთავსება;
- ელექტრონული პროცედურების შედეგად გამარჯვებულ პრედენდენტთან ხელშეკრულების მომზადება და გაფორმებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების 
 ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება; 
- გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება;
- მარნეულის მუნიციპალიტეტის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (მისამართი: www.procurement.gov.ge) განთავსებულ სახელმწიფო 
 შესყიდვების პორტალში არსებული ინფორმაციის ანალიზი;
- ყოველდღიური ანგარიშების მომზადება და ელ. სისტემაში განთავსება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება;
- გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
  •  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
  •  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
  •  საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"; 
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18  დადგენილება;
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 16 ივლისის №19 დადგენილება.

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73
საკონტაქტო ტელეფონები
591609858; 595255515;
საკონტაქტო პირი
ჯემალი დეკანოიძე; ლელა ქრისტესიაშვილი;

დამატებითი მოთხოვნები
                    - იურიდიული, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. 

კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული);
გ) სამოტივაციო წერილი.
2. კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
3. კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებულ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.marneuli.gov.ge -ზე და კონკურსანტებს ეცნობებათ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
4. კონკურსის ეტაპის დასრულებისა და შესაბამისი შედეგების თაობაზე ინფორმაცია კონკურსანტებს მიეწოდებათ, მათ მიერ მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება