ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 41


ვაკანსიის N 43378     

პოზიციის დასახელება
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
კატეგორია
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა
08.06.2017
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             • გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების პროექტების მომზადების კოორდინაციაში მონაწილეობა;
• სამინისტროს საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
• სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტების (სამინისტროს გარემოსდაცვითი სტრატეგიული გეგმის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების) მომზადებაში მონაწილეობა;
• ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება ქართულ და ინგლისურ ენებზე; 
• მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა;
• შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სამთავრობო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორთან, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობაში მონაწილეობა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
• კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
პროფესია
სოციალური და პოლიტიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ან სამართალი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; 

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

-  საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; 

-  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ'';

-  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ".



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Google Apps for Business            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
2727225
საკონტაქტო პირი
ირმა გელაშვილი, თამარ ამირეზაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    სავალდებულოა:
- დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
- გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სტრატეგიების, გეგმების, კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;
- საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ნაწილი;
- მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა.

- სასურველია რუსული ენის (კარგად) ცოდნა.         
                    

დამატებითი ინფორმაცია
                     სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ბლოკში ატვირთოს:

- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება