ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 18


ვაკანსიის N 43286     

პოზიციის დასახელება
გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
03.06.2017
თანამდებობრივი სარგო:
1850 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - ყოველდღიური კორესპონდენციის წარმოება, შემოსული წერილების განხილვა და გადანაწილება შესაბამის სამმართველოებზე;
- დეპარტამენტის შემადგენლობაში მყოფი სამმართველოების საქმიანობის ხელმძღვანელობა;
- სამმართველოს თანამშრომელთა მიერ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე კონტროლი; 
- მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულება;
- კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების ნებართვების სფეროში საკანონმდებლო ინიციატივებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში არსებული კანონმდებლობის ევროდირექტივების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გარემოზე ზემოქმედების ნებართვების სფეროში საკანონმდებლო ინიციატივებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო საპროექტო წინადადებების შემუშავება და სამინისტროში შემოსული საპროექტო წინადადებების ანალიზი და შენიშვნების მომზადება;
- გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის, ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების  ორგანიზაციულ უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა დონის შეხვედრებსა და კონფერენციებში მონაწილეობა.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ";

- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";

- საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ";

- საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ";

- საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ";

- საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ";

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანება „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანება „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე";

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №228 ბრძანება „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №229 ბრძანება „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ";

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №38 ბრძანება „გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ";

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ";

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  გარემოზე ზემოქმედების  ნებართვების  დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ".



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
2727225
საკონტაქტო პირი
ირმა გელაშვილი, თამარ ამირეზაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიის, სოციალური მეცნიერებების ან სამართალის მიმართულებით;
- საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერის,  ტექსტის ანალიზის და   მეტყველების მაღალი დონე).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) სამსახურის სტაჟის ან/და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;

კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (დამატებით სატელეფონო შეტყობინებით). 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება