ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 25


ვაკანსიის N 43202     

პოზიციის დასახელება
ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
კატეგორია
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა
02.06.2017
თანამდებობრივი სარგო:
1100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             1) სამინისტროს ყოველკვარტალური ბიუჯეტის შესრულების შესახებ ვრცელი და საფუძვლიანი ანგარიშის მომზადება. სისტემატურად უნდა მომზადდეს და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარედგინოს აგრეთვე აღნიშნულის მსგავსი ყოველთვიური ანგარიშები;
2) დეპარტამენტის ინიციატივით, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების (მ.შ. უიმედო და ძიების ხანდაზმულობის ვადაგასული კრედიტორული დავალიანებების) ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ მინისტრის 24.01.2017წ N ი-34 ბრძანებით შეიქმნა კომისია. ამჟამად მიმდინარეობს შრომატევადი სამუშაოები წინა წლებში წარმოქმნილ დავალიანებებზე, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას;
3) ასოცირების სამოქმედო გეგმის მიხედვით მზადდება საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება კანონპროექტების საფინანსო გავლენა. ასევე მალე დაიწყება, ევროკავშირის მსგავსად, CO2 დეპონირების ეკონომიკური შეფასების სამუშაოები, რასაც სჭირდება სოლიდური ფინანსური ანალიზი. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საჯარო სამართლის იურიდული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;

-  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

-  შესაბამისი წლის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ";

-  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანა „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე";

-  „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება; 

-  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ";

-  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ".



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
2727225
საკონტაქტო პირი
ირმა გელაშვილი, თამარ ამირეზაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ოპერატიული სისტემების: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (ebudget) ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე.

- კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (დამატებით სატელეფონო შეტყობინებით). 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება