ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 35


ვაკანსიის N 42945     

პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
20.05.2017
თანამდებობრივი სარგო:
1550 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             • სამმართველოს მუშაობის ორგანიზება და კონტროლი;
• საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის (დეს) მართვა და ორგანიზება;
• კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა;
• მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურედ დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების და კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
• საჯარო მოსამსახურეებზე და სტაჟიორებზე შრომითი საქმიანობისა და სახელფასო ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა;
• სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
• სამინისტროში სტაჟირების გავლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
• სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
• სამინისტროს ცენტრალური აპარატის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით ვაკანტურ თანამდებობებზე პერსონალის მოზიდვა;
• კონკურსთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
• კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;
• საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
• საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება კანონმდებლობის შესაბამისად; საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
• სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლის საჯარო სამსახურის ბიუროსთვის დროულად გადაცემის უზრუნველყოფა;
• დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება;
• სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება.           
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა
                    

  -  საქართველოს კონსტიტუცია;

  -  საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";

  -  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ";

  -  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი";

  -  საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";

  -  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ";

  - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №52 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ";

  - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის №167 „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ".



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       კარგი       კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
2727225
საკონტაქტო პირი
ირმა გელაშვილი, თამარ ამირეზაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                     -  მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის კუთხით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
 - ადამიანური  რესურსების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
 - დაგეგმვის, ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრის, გუნდური მუშაობის  უნარები, ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავების და დანერგვის უნარი/გამოცდილება, ცვლილებების ინიცირებისა და დანერგვის უნარი/გამოცდილება, ინფორმაციის მოგროვების, ანალიზისა და გაზიარების უნარი;
 -  სასურველია რუსული ენის ცოდნა;
 - სასურველია განათლება ადამიანური რესურსების მართვის სპეციალობით.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                     - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:  
    ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
    ბ) მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

  - კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე.

 - კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (დამატებით სატელეფონო შეტყობინებით).  
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება