ვაკანსიის დეტალები


ვაკანსიის N 42820     

თანამდებობის დასახელება
ვანის ფილიალის უფროსი ოპერატორი
ორგანიზაცია
სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
გააქტიურების თარიღი
15.05.2017
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2017
თანამდებობრივი სარგო:
870 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ვანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
1 თვე

ფუნქციები
                             - სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის – ფილიალის ხელმძღვანელობა; 
- სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, სარეგისტრაციო განაცხადების მიღება-გაცემა, მიღებული დოკუმენტაციის სკანირება; 
- გარიგების მონაწილეთა მიერ, მათივე თანდასწრებით გარიგებაზე ხელმოწერის ფაქტის დადასტურება; 
- სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, მეწარმე და არამეწარმე პირების თაობაზე განაცხადების მიღება-გაცემა, მიღებული დოკუმენტაციის სკანირება;
- სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, ტექ. აღრიცხვის არქივის მიმართულებით განაცხადების მიღება-გაცემა; 
- კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; 
- უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
პროფესია
იურისტი
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
            

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სანივთო და ვალდებულებითი სამართალი);

- საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;

- საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;

- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;

- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ;

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" დამტკიცების თაობაზე.

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ".


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს 2
საკონტაქტო ტელეფონები
2251528 (7068)
დამატებითი მოთხოვნები
            - საჯარო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება; 
- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის ნორმების ფლობა.


პიროვნული მახასიათებლები: 
- პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი;  
- კომუნიკაბელურობა; 
- თავაზიანობა; 
- პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი;  
- ანალიზის უნარი; 
- საქმიანი აზროვნების უნარი; 
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი; 
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
- ინსტრუქციების და პროცედურების დაცვის უნარი; 
- შედეგებზე ორიენტაციის უნარი.
            

დამატებითი ინფორმაცია
            კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი და შექმნან სამოტივაციო წერილი. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი უნდა შეავსონ/წარმოადგინონ საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).

კონკურსის მსვლელობისას კანდიდატები, ასევე, შეფასდებიან ზოგადი უნარების მიმართულებით.


კონკურსის ეტაპები:  
განაცხადების გადარჩევა;
ტესტირება ან/და გასაუბრება.
            

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
            საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატთა მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში ქულათა სისტემით.
            


განცხადების გადარჩევა
ტესტირება
გასაუბრება