ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 8


ვაკანსიის N 42819     

პოზიციის დასახელება
ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
19.05.2017
თანამდებობრივი სარგო:
1550 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                              - სამინისტროს მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვა, ოპტიმალური განაწილება,  მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
 -  სამინისტროს კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება;
 - სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების     საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
 - სამინისტროს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მონიტორინგი;
 - სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფის მოთხოვნების განსაზღვრა სავარაუდო მოცულობებისა და მიღებულ მონაცემების წარდგენა შესყიდვების სამმართველოსთვის;
 - სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია და ზედამხედველობა, შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების   დაცვა და ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლება;
 - სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილების, ასევე, ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დეფექტური აქტების მომზადება და გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი;
 - სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვა;
 - საწვავის ხარჯვა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე კონტროლი, მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული ლიმიტების შესაბამისად.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

 -  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ";

 -  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";

 -  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, III და IV თავები);

 -  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ;

 -  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე";

 -  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანება „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";

 - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ";

 - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ".



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
2727225
საკონტაქტო პირი
ირმა გელაშვილი, თამარ ამირეზაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                     - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება;
 
 - საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის, ასევე, დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                     - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:  
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) სამსახურის სტაჟის ან/და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 - კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;

 - კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (დამატებით სატელეფონო შეტყობინებით).        
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება