ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 18


ვაკანსიის N 42818     

პოზიციის დასახელება
ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
19.05.2017
თანამდებობრივი სარგო:
1550 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                              -  წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის" წარდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
 -  წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებაზე ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაზე ზედამხედველობა;
 -  შესყიდვის საშუალების შერჩევა და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება;
 -  სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის: სატენდერო დოკუმენტაციის, ხელშეკრულების მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების შემუშავებაზე კონტროლი და ანალიზი;
 - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ანგარიშების სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის" წარდგენა;
 -  შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, ხარისხობრივ და ფუნქციურ აღწერილობასთან დაკავშირებით სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის კონსულტაციის გაწევა სამინისტროს სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ 100000 ლარს ზემოთ ღირებულების ელექტრონული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების განხილვა და რეკომენდაციების გაცემა;
 -  დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

 -  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ";

 -  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";

 -  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, III და IV თავები);

 -  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";

 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ";

 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანება „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";

 - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ";

 - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ".



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
2727225
საკონტაქტო პირი
ირმა გელაშვილი, თამარ ამირეზაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                      - სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, აგრეთვე ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში; 

 - სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;

 - სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულების მომზადებისა და ანალიზის უნარი;

 - დარგის ექსპერტიზის უნარი და გამოცდილება. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                     -  კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:  
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) სამსახურის სტაჟის ან/და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 - კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;

 - კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (დამატებით სატელეფონო შეტყობინებით).        


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება