ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 42817     

პოზიციის დასახელება
ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
19.05.2017
თანამდებობრივი სარგო:
1550 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                              - სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობით დამტკიცებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, კონტროლი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე (ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯთა¬ნუსხის შესაბამისად დადგენილი წესით მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით), აგრეთვე ფულადი  სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე;
 - კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს და განსაზღვრავს საბუღალტრო სამსახურის მომუშავეთა ფუნქციებს, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; 
 - სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამაში მუშაობა და კონტროლი სამინისტროს აპარატის სახელფასო, საშვებულებო, პრემიების, მივლინებების, ხელშეკრულებების რეგისტრაციის, შესაბამისი ვალდებულებების, განაცხადების, საგადახდო მოთხოვნების შედგენა და ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ასახვა;  
 - სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობა და კონტროლი სამინისტროს აპარატის სახელფასო, საშვებულებო, პრემიების უწყისების, მივლინებების, ხელშეკრულებების რეგისტრაციის, შესაბამისი ვალდებულებების, განცხადებების, საგადახდო მოთხოვნების შედგენა და გაცემული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
 - სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების (ბალანსები) დროულად და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ ვადაში მიღება, შემოწმება, ანალიზი, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის წლიური, კვარტალური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
 - სამმართველოში შემოსული დოკუმენტების  დამუშავება;
 - სამინისტროს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

 - საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი";

 - საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ"; 

 - საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“;

 - საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ";

 - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ";

 - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

 - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

 - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ;

 - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანება „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ";

 - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე";

 - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ";

 - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე";

 - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე";

 - საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ’’;

 - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე";

 - საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე";

 - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ";

 - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №59  ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ".



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
2727225
საკონტაქტო პირი
ირმა გელაშვილი, თამარ ამირეზაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                     - ბუღალტრული აღრიცხვა - ანგარიშგების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება;

- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია AACA-ს სერთიფიკატი);

- ოპერატიული სისტემების: სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების საინფორმაციო სისტემის (etreasury) ცოდნა, საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებთან  INFO, ORIS მუშაობის გამოცდილება.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                     - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:  

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) სამსახურის სტაჟის ან/და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 - კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;

 - კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (დამატებით სატელეფონო შეტყობინებით).               
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება