გაკეთებული განაცხადები: 63
დეპარტამენტის/განყოფილების ფუნქციების და სამუშაო სპეციფიკის შესწავლა; საბუღალტრო პროგრამაში მარაგების აღრიცხვასთან დაკავშირებული საქმიანობის ხელშეწყობა; სტატისტიკური ანგარიშების შედგენის ხელშეწყობა; ბრძანებების/ხელშეკრულებების პროექტების ვიზირებისა და გადახდების რეესტრის პროცესების მხარდაჭერა; წერილების პროექტების მომზადება; დეპარტამენტის და განყოფილების უფროსის დავალებების შესრულება.
სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით. აგრეთვე, პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 3 წელზე მეტი. (სტუდენტებისათვის სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დახასიათების/რეკომენდაციის ცესკოში წარმოდგენა). სტაჟირება ასევე შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ და მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის 3 წელზე მეტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 დღის ვადაში, ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით. აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და ტარდება სასწავლო/პროფესიული სწავლების მიზნით. სტაჟირებაზე არ მიიღებიან ის პირები, რომელთაც უკვე გავლილი აქვთ ცესკოში სტაჟირების სრული კურსი. სტაჟიორთა ლიმიტის გათვალისწინებით სტაჟიორთა შეფასებისას უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს კანდიდატს, რომელსაც ცესკოს, სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გავლილი აქვს სასწავლო კურსი საარჩევნო სამართლის დარგში. კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ცესკოს ვებ-გვერდს: www.cec.gov.ge სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვის ვადით. სტაჟირების ვადის საკითხი თითოეული სტაჟიორისათვის განისაზღვრება სტაჟირების ხელშეკრულებით. დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს საკონკურსო კომისია გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით და წარუდგენს მას ცესკოს თავმჯდომარეს.