ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 117


ვაკანსიის N 41821     

პოზიციის დასახელება
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
კატეგორია
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა
08.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სტაჟირება

ფუნქციები
                             • ინგლისურენოვანი მასალების თარგმნა/მომზადება (პრესრელიზი, საინფორმაციო ბიულეტენი და ა.შ.);
• საერთაშორისო დელეგაციების ვიზიტების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
• უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი. მე-13 კმ.
საკონტაქტო ტელეფონები
2 51 00 51 (161)
საკონტაქტო პირი
თამარ რევაზიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით. აგრეთვე, პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 3 წელზე მეტი. (სტუდენტებისათვის სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დახასიათების/რეკომენდაციის ცესკოში წარმოდგენა).
სტაჟირება ასევე შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ და მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის 3 წელზე მეტი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 დღის ვადაში, ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით.
აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. 
სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და ტარდება სასწავლო/პროფესიული სწავლების მიზნით. სტაჟირებაზე არ მიიღებიან ის პირები, რომელთაც უკვე გავლილი აქვთ ცესკოში სტაჟირების სრული კურსი.
სტაჟიორთა ლიმიტის გათვალისწინებით სტაჟიორთა შეფასებისას უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს კანდიდატს, რომელსაც ცესკოს, სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გავლილი აქვს სასწავლო კურსი საარჩევნო სამართლის დარგში. 
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ცესკოს ვებ-გვერდს: www.cec.gov.ge
სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვის ვადით. სტაჟირების ვადის საკითხი თითოეული სტაჟიორისათვის განისაზღვრება სტაჟირების ხელშეკრულებით. დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს საკონკურსო კომისია გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით და წარუდგენს მას ცესკოს თავმჯდომარეს.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება