ვაკანსიის დეტალები


ვაკანსიის N 41750     

თანამდებობის დასახელება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლე
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
კატეგორია
იურიდიული
გააქტიურების თარიღი
21.02.2017
განცხადების ბოლო ვადა
13.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
1
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             საქართველოს მხრიდან  წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. 
კანდიდატთა შერჩევის პრინციპები:
•	კანდიდატურების შერჩევის პროცესი იქნება საჯარო და ღია;
•	ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიეწოდება ინფორმაცია შერჩევის პროცედურის შესახებ;
•	კანდიდატთა გვარები საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება ანბანური თანმიმდევრობით;
•	არ უნდა იქნეს წარდგენილი ისეთი კანდიდატურა, რომელიც გამოიწვევს ad hoc მოსამართლის დანიშვნას;
•	წარმოდგენილ კანდიდატთა შორის იქნება ორივე სქესის ერთი წარმომადგენელი მაინც (გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები მიეკუთვნებიან მათი საერთო რაოდენობის 40%-ზე ნაკლებად წარმოდგენილ სქესთა კატეგორიას, ან არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება).
            

მოთხოვნები
 
პროფესია
იურისტი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, გორგასლის 24ა
საკონტაქტო ტელეფონები
(+995 32) 240 50 14
დამატებითი მოთხოვნები
            შერჩევის კრიტერიუმები (დანართი 1, მუხლი 5; საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის №93 დადგენილება „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“):
1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს 30 წლიდან 65 წლამდე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) კარგად ფლობს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული);
გ) სრულყოფილად ფლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
დ) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს  კანონმდებლობას; 
ე) აკმაყოფილებს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან არის აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნე;
ვ) აქვს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
ზ) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.

2. ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის საშუალო დონეზე ფლობა მოცემული კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება.
            

დამატებითი ინფორმაცია
            •	ეროვნულ დონეზე შერჩეულ კანდიდატთა ვინაობა და ბიოგრაფიული მონაცემები 2017 წლის გაზაფხულზე წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შეიქმნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის 10 ნოემბრის რეზოლუციის საფუძველზე, რათა კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს მისცენ რჩევა, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციის 21(1)-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
•	წინა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატთა სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება არაუგვიანეს 2017 წლის ზაფხულისა; ასამბლეა სამი კანდიდატიდან ერთს აირჩევს მოსამართლედ;
•	მოსამართლე აირჩევა 9 წლის ვადით, თუმცა, ეს ვადა ნებისმიერ შემთხვევაში გადის, როდესაც მოსამართლე მიაღწევს 70 წელს.

განაცხადის წარდგენის ფორმა და ვადა: 

კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული მოდელის მიხედვით: 
http://assembly.coe.int/CommitteeDocs/2009/ModelCVEN.doc

„ბიოგრაფია (Curriculum Vitae) უნდა იყოს წარმოდგენილი ვორდის (Microsoft Word) ფორმატში ქართულ ენაზე, ასევე, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე 2017 წლის 14 აპრილამდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის სამდივნოს მისამართზე: hrdep@justice.gov.ge.“

დანართები:
დანართი 1 – საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის №93 დადგენილება „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“; 
დადგენილების დანართი  1 –  ავტობიოგრაფიის (Curriculum Vitae) სამოდელო ფორმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასარჩევი კანდიდატებისათვის; 

დანართი 2 – Resolution CM/Res (2010)26 on the establishment of an Advisory Panel of Experts on Candidates for Election as Judge to the European Court of Human Rights;

დანართები იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.justice.gov.ge/UsefulInformation/CareerDetail/146

            

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
            მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.