ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 41612     

პოზიციის დასახელება
კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კატეგორია
განათლება/მეცნიერება/კულტურა
განცხადების ბოლო ვადა
13.06.2017
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - კულტურის სტრატეგიიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმების შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ერთიანი სამუზეუმო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და ქვეყნის მასშტაბით გატარება;
- კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, დაცვისა და გამოყენების, ასევე კულტურული მემკვიდრეობის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმების შესრულების ზედამხედველობა; 
- კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი ლეგალიზაციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ძეგლებისა და მათი ტერიტორიების ფლობისა და სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხების განხილვა და შესაბამისი პირობებისა და მოთხოვნების შემუშავება;
- კულტურული მემკვიდრეობის სამართლებრივი და ფიზიკური დაცვისთვის პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
- კულტურული მემკვიდრეობის დარგში საერთაშორისო ორგანიზაციებთან (UNESCO, ICOMOS, ICCROM, Council of Europe, Europa Nostra, European commission, etc.)  ურთიერთობა;
- კულტურული მემკვიდრეობის სამართლებრივი და ფიზიკური დაცვის პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
- ეროვნული საგანძურის დაკარგვის, განადგურების ან სახელმწიფოდან გადინებისა და დაცულობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,  კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომების გატარება;
- კონტროლი მუზეუმების მონაცემთა ბაზის წარმოებასა და რეგულარულად  განახლების პროცესზე კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
- საერთაშორისო სამუზეუმო სივრცეში ქვეყნის მუზეუმების ინტეგრირებისთვის ხელშეწყობა - საერთაშორისო სამუზეუმო ინსტიტუციებთან ურთიერთობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება, მუზეუმების ინფორმირება საერთაშორისო სამუზეუმო სივრცეში მიმდინარე სიახლეებზე (UNESCO, ICOM);
- „სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ შემუშავება, მიმართულებების განსაზღვრა და პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების განაწილება შემოსული პროექტების მიხედვით;
-  სამუზეუმო საქმიანობის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მუზეუმის, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუციის  განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობა; 
- საქართველოს მუზეუმების კოლექციების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის  (egmc.gov.ge) დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
- საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისთვის ხელშეწყობა - დარგის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე მუშაობა, კანონპროექტების შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა სამინისტროებთან, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სხვადასხვა უწყებებთან,  არასამთავრობო სექტორთან;        
- სამუზეუმო საქმის მენეჯმენტის განვითარებისა და მუზეუმის მართვის ახალი მოდელის დანერგვის მიზნით, სპეციალისტთა პროფესიული მომზადების უზრუნველყოფა საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა მიერ ტრენინგებისა და ვორქშოპების  ჩატარების საშუალებით;
- მუზეუმების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მოწესრიგებისა და მუზეუმებში თანამედროვე  ტექნოლოგიების დანერგვისთვის ხელშეწყობა.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კანონი „მუზეუმების შესახებ”;

საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”;

საქართველოს კანონი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ”;

საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ”;

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”;

საქართველოს კანონი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების შესახებ”;

საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;

„სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქცია”;

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

„საქართველოს შრომის კოდექსი“;

საერთაშორისო კონვენციები – „პარიზის კონვენცია“, „არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენცია“ (განახლებული - ლა-ვალეტა1992წ.), „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენცია“;

საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; 

საერთაშორისო კონვენცია „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ (2003 წ. პარიზი).


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. 4
საკონტაქტო ტელეფონები
0322982712

დამატებითი მოთხოვნები
                    - კულტურული მემკვიდრეობის ან სამუზეუმო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
- არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა;
- ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint, Outlook) ცოდნა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1) განათლება/კვალიფიკაციის ბლოკში ატვირთეთ დიპლომის ასლი;
2) რეკომენდატორების ბლოკში ატვირთეთ არანაკლებ ერთი სარეკომენდაციო წერილი (ხელმოწერით და ბეჭდით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში)), მიმდინარე თარიღით, რომელშიც რეკომენდატორი მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკონკურსო - საატესტაციო კომისიას და დასაბუთებულად აღწერს კონკურსანტის (თქვენს), შეფასებასა და შესაბამისობას კონკრეტული ვაკანსიის მიმართ (ვაკანსიის მითითებით);
3) რეკომენდატორების ბლოკში მიუთითეთ იმ პირის (თქვენი ყოფილი ან ამჟამინდელი უშუალო ხელმძღვანელის ან სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომლის) საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც დაგვიდასტურებს თქვენს არანაკლებ 5 წლიან სამუშაო გამოცდილებას,  მათ შორის, მემკვიდრეობის ან სამუზეუმო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილებას;
4) სამოტივაციო წერილის ბლოკში ატვირთეთ წერილი, სადაც დასაბუთებულად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ გსურთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყება და რატომ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კონკრეტულ ვაკანსიას.

ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანდიდატი ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო-საატესტაციო კომისია ხმათა უმრავლესობით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება