ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 41586     

პოზიციის დასახელება
კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
13.06.2017
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობა;
- დეპარტამენტის სამმართველოსა და დეპარტამენტის ცალკეულ მოსამსახურეებს შორის საქმიანობის განაწილება;
- დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მინისტრისთვის ანგარიშის ჩაბარება და წინადადებების წარდგენა დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
- დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ცალკეულ მოსამსახურეთა გაწეული საქმიანობისა და სამომავლო ღონისძიებათა შესახებ ანგარიშების მოსმენა;
- გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად ზომების მიღება;
- დეპარტამენტის კომპეტენციას განკუთვნილ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
- უწყებათაშორის სამუშაო შეხვედრებში და ღონისძიებებში მონაწილეობა;
- სამინისტროს წარდგინებით სხვადასხვა უწყებათაშორისი კომისიებისა და მუშა ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა; 
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსულ და მომზადებულ სხვადასხვა დოკუმენტზე რეზოლუციის დადება და ხელმოწერით დადასტურება  (პერიოდული)კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
- კულტურის სტრატეგიის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და და განხორციელებაში მონაწილეობა.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კანონი „მუზეუმების შესახებ”;

საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”;

საქართველოს კანონი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ”;

საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ”;

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”;

საქართველოს კანონი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების შესახებ”; 

საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;

„სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქცია”;

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

„საქართველოს შრომის კოდექსი“;

საერთაშორისო კონვენციები – „პარიზის კონვენცია“, „არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციია“ (განახლებული - ლა-ვალეტა1992წ.), „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენცია“;

საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; 

 საერთაშორისო კონვენცია „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ (2003 წ. პარიზი).


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. 4
საკონტაქტო ტელეფონები
0322982712

დამატებითი მოთხოვნები
                    - ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
- არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა;
- ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint, Outlook) ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1) განათლება/კვალიფიკაციის ბლოკში ატვირთეთ დიპლომის ასლი;
2) რეკომენდატორების ბლოკში ატვირთეთ არანაკლებ ერთი სარეკომენდაციო წერილი (ხელმოწერით და ბეჭდით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში)), მიმდინარე თარიღით, რომელშიც რეკომენდატორი მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას და დასაბუთებულად აღწერს კონკურსანტის (თქვენს), შეფასებასა და შესაბამისობას კონკრეტული ვაკანსიის მიმართ (ვაკანსიის მითითებით);
3) რეკომენდატორების ბლოკში მიუთითეთ იმ პირის (თქვენი ყოფილი ან ამჟამინდელი უშუალო ხელმძღვანელის ან სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომლის) საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც დაგვიდასტურებს თქვენს არანაკლებ 5 წლიან სამუშაო გამოცდილებას, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
4) სამოტივაციო წერილის ბლოკში ატვირთეთ წერილი, სადაც დასაბუთებულად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ გსურთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყება და რატომ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კონკრეტულ ვაკანსიას.


ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანდიდატი ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო-საატესტაციო კომისია ხმათა უმრავლესობით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება