ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 41486     

პოზიციის დასახელება
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ქსელური ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა
03.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
3330 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ა) კომისიისა და კომისიის აპარატისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მომსახურების გაწევა; უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად წინადადებებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ქსელში წარმოქმნილი ინციდენტების სათანადოდ აღრიცხვა, ინციდენტის გამომწვევი მიზეზებისა და გადაწყვეტის რეგისტრაცია დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
გ) ქსელის ორგანიზება, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურისა და პერიფერიული მოწყობილობების ადმინისტრირება და გამართულობის უზრუნველყოფა;
დ) სერვერული ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება და გამართულობის უზრუნველყოფა;
ე) უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების (მათ შორის, საოპერაციო, მხარდაჭერის, მოვლა-პატრონობის, უსაფრთხოების) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემების სარეზერვო ასლების ადმინისტრირება;
ზ) კომპიუტერული ტექნიკის მონიტორინგის, შერჩევის, შეკეთების, განახლების და შესყიდვის სამუშაოთა ორგანიზება;
თ) უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, შესაბამისი ტექნიკური დავალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში ბაზრის კვლევის ჩატარება;
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
ქსელების ადმინისტრატორი
საკონკურსო თემატიკა
                    

პროფესიული ცოდნა:

Configuring, Managing and Maintaining Microsoft Windows and Linux Servers;

Microsoft SQL Server - Implementation and Maintenance; SVN;

Vmware virtualization. Fortinet, Juniper.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
VMware Server            კარგი
MS office applications            კარგი
Application Servers            კარგი
Linux            კარგი
MS SQL Server            კარგი
MYSQL            კარგი
Web Services            კარგი
Windows Server            კარგი
Mail Server            კარგი
VPN            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       კარგი       კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, 0144 ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18
საკონტაქტო ტელეფონები
995 32 292 16 67
საკონტაქტო პირი
თამარ ბოკუჩავა

დამატებითი მოთხოვნები
                    განათლება: 
ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. 

სამუშაო გამოცდილება:  
სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ქსელური ინფრასტრუქტურის მართვის კუთხით. 

კომპეტენცია და უნარები:
	დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
	ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
	სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
	დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
	შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
	სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
	პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;
	სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი; შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
•	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
•	აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრული მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, შრომითი ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში);   
•	სამოტივაციო წერილი; 
•	CV (Curriculum Vitae) ან რეზიუმე;
•	ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია; 
•	ხელწერილი, რომლითაც ადასტურებს, რომ იცნობს ინტერესთა კონფლიქტის პირობებს.

შესაბამის ველში, კანდიდატმა სასურველია ატვირთოს სხვა ინფორმაცია, რომელსაც თვლის რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციისთვის.

ინტერესთა კონფლიქტი: 
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ: 
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს; 
თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

ინტერესთა კონფლიქტის ფორმის ნიმუში იხილეთ შემდეგ ბმულზე (ბმული http://gncc.ge/ge/news/vakansiebi)

კონკურსის ეტაპები:
გამოცხადებულ  პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება 3 (სამი) ეტაპად: 
1. განაცხადების გადარჩევა;
2. პირველადი შეფასება: საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული პროფესიული ცოდნისა და უნარების შესაფასებლად, ზეპირი ან წერილობითი ფორმით; 
3. გასაუბრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან. 

საკონკურსო-საატესტაციო კომისია გაითვალისწინებს კონკურსის წინა ეტაპების შედეგებს.
  
საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გადაწყვეტილება კანდიდატის შესაბამისობის შესახებ მიიღება კონკურსის მესამე ეტაპზე.  

განაცხადები შემოტანილი კომისიის ოფისში, არ განიხილება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება