ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 75


ვაკანსიის N 39617     

პოზიციის დასახელება
სტაჟირება არქიტექტურის სამსახურში
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
30.09.2016
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
5
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სტაჟირება

ფუნქციები
                             სტაჟიორი, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სამსახურის საქმიანობის საკითხებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

-  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

-  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7
საკონტაქტო ტელეფონები
598449307
საკონტაქტო პირი
ლევან გოროზია

დამატებითი მოთხოვნები
                    •	პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
•	გუნდური მუშაობის უნარი; 
•	არქიტექტურული პროექტის კითხვის უნარი;
•	შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1.	არქიტექტურის სამსახურში სტაჟირების მიზანია:

•	არქიტექტურის სამსახურისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება და საკადრო რეზერვის შექმნა; 
•	პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობის შექმნა;
•	პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა; 
•	პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;
•	პროფესიულ გარემოში  მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის შესაძლებლობის შექმნა;

2.	სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით სარეკლამო ვიდეო რგოლი იხილეთ ბმულზე: - https://www.youtube.com/watch?v=DG2l_vJqjdM&feature=youtu.be 

3.	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს „განათლება" გრაფაში უნდა ატვირთონ დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე, ხოლო „დამატებითი დოკუმენტები"-ს გრაფაში უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: 
•	პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
•	ნიშნების ფურცელი;

ასევე აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, შესრულებული ქართულ ენაზე. (მაქსიმუმ  300 სიტყვა)

4.	გადაწყვეტილების მიღების დროს უპირატესობა მიენიჭება უცხო ენების მცოდნე  კანდიდატებს.
5.	არქიტექტურის სამსახურში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში. არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან ურთიერთობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით მოეწყობა სტაჟიორთა ვიზიტები მერიის სხვადასხვა სამსახურებში, თბილისის საკრებულოში და რაიონულ გამგეობებში. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის არქიტექტურული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. 
6.	პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

შენიშვნა:  კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                სტაჟირების კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება








საწყის გვერდზე დაბრუნება