ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 20


ვაკანსიის N 39471     

პოზიციის დასახელება
გარემოს დაცვის და სოციალური საკითხების დირექტორი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
სსიპ - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA - Georgia)
კატეგორია
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა
04.10.2016
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების დირექტორის უმთავრესი პასუხისმგებლობაა გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვა საქართველოს მეორე კომპაქტის განხორციელების ყველა ეტაპზე. გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების დირექტორი უზრუნველყოფს, რომ გარემოს დაცვითი ღონისძიებები სრულყოფილად იქნას გატარებული, კომპაქტსა თუ სხვა დოკუმენტებში გაწერილი დებულებების შესაბამისად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გარემოს დაცვის სახელმძღვანელო დოკუმენტებისა  და 2012 წლის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოს დაცვისა და სოციალური  სტანდარტების გათვალისწინებით. 

• გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა: კერძოდ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სხვა  დირექტორებთან კოორდინირებით, უზრუნველყოს, რომ კომპაქტის ყველა პროგრამა და აქტივობა შეესაბამებოდეს გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების ქართულ კანონმდებლობას და დადგენილებებს, კომპაქტის მოთხოვნებს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გარემოს დაცვით სახელმძღვანელო დოკუმენტებს, საშიში ნივთიერებების მართვის  შესახებ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელმძღვანელო დოკუმენტებს  და ასევე შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოს დაცვისა და სოციალურ  სტანდარტებთან.  
• გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების გუნდის ზედამხედველობა: უხელმძღვანელოს და ზედამხედველობა გაუწიოს გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტების და/ან კონსულტანტების 1-2 კაციანი გუნდს, რომელიც თავის მხრივ  კომპაქტის ფარგლებში აქტიურად გაუწევს ზედამხედველობას  და მართავს გარემოს დაცვის, სოციალურ, ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს  და მხარს დაუჭერს გარემოს დაცვისა და სოციალური მენეჯმენტის სისტემის განხორციელებას.
• განახორციელოს კომპაქტის მიერ დაფინანსებულ ყველა საქმიანობაში გარემოს დაცვისა და სოციალური მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნების იმპლემენტაცია 2012 წლის საეთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების მიხედვით. გარემოს დაცვისა და სოციალური მენეჯმენტის სისტემა სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს: საშიში ნარჩენების მართვის გეგმას, ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების გეგმას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და განსახლების სამოქმედო გეგმას. გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა დირექტორის ზედამხედველობით, გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის ოფიცერი და/ან გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა კონსულტანტი ახორციელებენ რეგულარულ მონიტორინგს, დოკუმენტების განხილვასა და მომზადებას, ადგილზე გასვლით ვიზიტებს და სხვა დავალებებს, რაც აუცილებელია გარემოს დაცვისა და სოციალური მენეჯმენტის სისტემის განსახორციელებლად.
• გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და სარგებელის ხელშეწყობა: განსაზღვროს კომპაქტის თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური კომპონენტის ზრდის და განვითარების შესაძლებლობები. ეს  მოიცავს, კომპაქტის ფარგლებში, პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით, უფრო მისაღები ალტერნატივების მხარდაჭერას,  გარემოსდაცვითი და სოციალური გარანტიების მონიტორინგის ინოვაციური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას და თანამშრომლობის მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი და სოციალური კომპონენტის სათანადოდ შესრულებას.

• გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული შიდა კომუნიკაცია: მჭიდროდ ითანამშრომლოს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინფრასტრუქტურის, განათლების საკითხების, მონიტორინგისა და შეფასების, გენდერისა და სოციალური საკითხების დირექტორებთან და უზრუნველყოს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოში გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხების გათვალისწინება; იყოს მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების ჯგუფსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის, უზრუნველყოს რეგულარული კომუნიკაცია, დოკუმენტების დროული განხილვა და ანგარიშსწორება, და კოორდინირება გაუწიოს სამუშაოს დაგეგმვას.

• როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მთავარმა შუამავალმა ფონდი აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით აწარმოოს გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული გარე კომუნიკაცია, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტები შეესაბამება: საქართველოს კანონმდებლობას, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გარემოსდაცვით სახელმძღვანელო დოკუმენტებსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოს დაცვისა და სოციალურ  სტანდარტებს; საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოს დაცვისა და სოციალური  სტანდარტების მიხედვით, უზრუნველყოს ეფექტური და დროული გასაჩივრების მექანიზმის ფუნქციონირება/ამუშავება; 

• გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული კონტრაქტების შემუშავება: სამშენებლო სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურების, გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული შესყიდვებისა და ტექნიკური დავალებების დოკუმენტები, ბიუჯეტები, ვადები და ხარჯთაღრიცხვების მომზადება და/ან განხილვა. უზრუნველყოს კონტრაქტებისა და პროექტების მართვის ხელშეწყობა.

• მოამზადოს და/ან უზრუნველყოს  კომპაქტის სატენდერო დოკუმენტები და სხვა საკონტრაქტო შეთანხმებები მოიცავდეს შესაბამის გარემოსდაცვით და სოციალური შერბილების ღონისძიებებს, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის, მიწის შესყიდვის და განსახლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების, აივ/შიდსის და სხვა დაკავშირებული საკითხების ჩათვლით.

• გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების კონტრაქტორების ზედამხედველობა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონტრაქტორებისა და კონსულტანტების,  მათ შორის ზედამხედველი ინჟინრების, სამშენებლო კონტრაქტორების და საპროექტო კონსულტანტების მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური დავალებების შესრულების ზედამხედველობა/უზრუნველყოფა.   გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთან დაკავშირებული  დოკუმენტაციის აღრიცხვის და კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების, ვადების და სამუშაო ხარისხის დაცვის მიზნით იქონიოს გასაგები და თანმიმდევრული კომუნიკაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონტრაქტების მენეჯერებთან/პროექტების მენეჯერებთან. 

• შეასრულოს სხვა მოვალეობები, რაც გარემოს დაცვის და სოციალური საკითხების დირექტორის ყოველდღიურ ან პერიოდულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული; ან შეასრულოს დავალებები, რაც შესაძლოა, დროდადრო დაევალოს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის  აღმასრულებელი დირექტორის მიერ.

• შეეძლოს საქართველოს რეგიონებში ინტენსიური საველე გასვლები და ვიზიტები საზღვარგარეთაც (საჭიროების შემთხვევაში).


• ESP Legal Compliance: Together with other respective MCA Directors, ensure that all Compact programs and activities are compliant with relevant Georgian laws and regulations, Compact Requirements, MCC Environmental Guidelines, MCC Guidance on Hazardous Materials Management and IFC Environmental and Social Performance Standards. 
• ESP Team Supervision: Direct and supervise a team of 1-2 ESP specialists and/or consultants that will actively monitor and manage the environmental, social, health and safety performance of Compact activities and support the implementation of the Environmental and Social Management System (ESMS). 
• ESMS Compliance: Oversee the maintenance and implementation of the Environmental and Social Management System for all Compact-funded activities in accordance with the 2012 IFC Environmental and Social Performance Standards. The ESMS includes, among other components: Hazardous Waste Management Plans, Health and Safety Plans, Stakeholder Engagement Plans and Resettlement Action Plans. Under the supervision of the ESP Director, the ESP Program Officer and/or ESP Consultants are expected to conduct regular monitoring, document review and preparation, site visits and other tasks necessary for ESMS implementation. 
• Promote ESP Opportunities and Benefits: Identify opportunities for enhancing the environmental and social performance of each Compact activity.  This will include serving as an internal advocate for environmentally and socially preferred alternatives for project activities, encouraging innovative approaches to tracking and monitoring ESP safeguards, and encouraging partnerships that result in maximizing environmental and social performance. 
• Internal ESP-related Communication: Coordinate closely and provide input into the Environmental and Social Performance issues of work performed by other MCA Directors in Infrastructure, Education, Monitoring and Evaluation (M&E), and Gender and Social Inclusion; Serve as the primary link between MCC-ESP and MCA-Georgia, ensuring regular communication, timely review and clearance of documents, and coordination of work planning.   
• External ESP-related Communication: Serve as the main interlocutor for MCA-Georgia to ensure that projects are compliant with Georgian regulations, MCC Environmental Guidelines, and the IFC Performance Standards; Ensure that an effective and timely grievance mechanism is in place in accordance with IFC Environmental and Social Performance Standards. 
• ESP-related Contract Development: Prepare and/or review terms of reference, budgets, timelines and cost estimates for ESP related procurements for civil works and consultant services, and provide contract and project management support; Ensure that all bidding documents and other contract agreements for the Compact incorporate relevant environmental and social mitigation measures, including measures pertaining to environmental management, land acquisition and resettlement, protection of cultural resources, public health and safety, HIV/AIDS, and other issues where relevant.
• ESP Contractor Oversight: Supervise and ensure completion of environmental and social tasks and responsibilities of MCA-Georgia contractors and consultants, including supervising engineers, construction contractors and design consultants; clearly and consistently communicate with MCA-Georgia Contract Managers/Project Managers to document performance and enforce contractual obligations, schedule and quality for all ESP related tasks. 
• Perform other responsibilities that are commonly exercised or incidental to the position of the Environmental and Social Assessment Director or as may be delegated from time to time by the CEO of MCA-Georgia.
• Be open to travel extensively to the regions of Georgia and also internationally (if required).  
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
10 წელი
პროფესია
სოციალური მეცნიერებები


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი
ინგლისური       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, კოსტავას ქ. 5
საკონტაქტო ტელეფონები
2428528
საკონტაქტო პირი
მაია ლემონჯარია

დამატებითი მოთხოვნები
                    • მაგისტრის ხარისხი გარემოს დაცვით, სოციალურ ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ან მსგავს სფეროში. 
• ათწლიანი გამოცდილება გარემოს დაცვითი და სოციალური შეფასების, მენეჯმენტისა და/ან მონიტორინგის სფეროში. 
• საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება (საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა). 
• ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი და ზეპირი უნარები). 
• გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიის, გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და მონიტორინგის ცოდნა და შესაბამისი  სამუშაო გამოცდილება;  
• სასურველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების ცოდნა; 
• სასურველია FIDIC საკონტრაქტო პირობების ცოდნა და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;  
• ჯანმრთელობის დაცვასთან და უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვით საკითხებთან, საშიში ნარჩენების მართვასთან და საბოლოო განთავსებასთან, სამშენებლო პერიოდის დროს დაინტერესებულ მხარეების ჩართულობასთან  დაკავშირებული საკონტრაქტო ვალდებულებების ცოდნა და მონიტორინგის უნარი;
• თანამშრომლებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა მსგავსი პოზიციის კოლეგებთან გარემოსდაცვითი და სოციალური  ზემოქმედების შეფასების კონცეფციის ზეპირად და წერილობით ეფექტური კომუნიკაციის უნარი და გამოცდილება; 
• ტექნიკური დავალებებისა და კონტრაქტების გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების კომპონენტების  შემუშავებისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების ანალიზის უნარი; აგრეთვე შესყიდვების შეფასების კომისიის მუშაობაში მონაწილეობისა და/ან კონტრაქტების ტექნიკური მენეჯმენტის უნარი; 
• მრავალპროფილიან  გუნდებთან, ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტებთან,  რომლებიც წარმოადგენენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ინტერსებს,  ეფექტური მუშაობის უნარი; 
• მაიქროსოფთ ოფისის კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება მაიქროსოფთ პროექტის ცოდნა.


• A graduate degree in environmental, social or natural sciences or a related field.
• Approximately ten (10) years of experience in environmental and social assessment, management and/or monitoring.
• Demonstrated knowledge and experience working with international best practice standards (knowledge of IFC Environmental and Social Performance Standards will be an advantage)   
• Excellent Georgian and fluent English skills (both written and oral). 
• Knowledge and experience with methodologies for environment and social impact assessment and environmental management and monitoring 
• Knowledge of IFC Performance Standards on Environmental & Social Sustainability is desirable
• Knowledge of and experience with of FIDIC Conditions of Contract is desirable
• Knowledge and ability to monitor and enforce contractual obligations pertaining to health and safety, environmental performance, hazardous waste management and disposal, and stakeholder engagement during construction processes. 
• Demonstrated skill and experience communicating environmental and social assessment concepts effectively to colleagues, stakeholders, and country counterparts, both orally and in writing.
• Demonstrated skill draft terms of reference and contractual elements for environment and social requirements and analyses with associated cost estimates, participate in procurement evaluation panels, and/or conduct technical management of contracts.
• Demonstrated skill work collaboratively and effectively within multidisciplinary teams and with domestic and international experts who represent the interests of governmental and non-governmental sectors.
• Competence in basic word processing and spreadsheet software; experience with Microsoft Project is useful.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ www.hr.gov.ge –ს მეშვეობით. განაცხადი უნდა შეიცავდეს რეზიუმეს (CV),  ინგლისურ ენაზე ,სამოტივაციო წერილს და ორ წერილობით რეკომენდაციას ინგლისურ ან ქართულ ენაზე რეკომენდატორთა საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით 
გაითვალისწინეთ, რომ ფონდი წერილობითი დავალებისა და ინტერვიუსთვის მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

Interested applicants who have the required qualifications should submit their application (through www.hr.gov.ge ) with resume in English language and at least two written references including contact information of the referees.
Please note that only short-listed candidates will be contacted for a test followed by interview(s). 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCA-Georgia) დაარსდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხუთწლიანი კომპაქტის განსახოციელებლად. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხუთწლიანი 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტი საქართველოში მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორის, ადამიანური კაპიტალის განვითარებას საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) განათლებაში ინვესტირების და სამუშაო ძალის განვითარების გზით. 

კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და განხორციელდება 2019 წლამდე. კომპაქტის ამოცანაა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სფეროებში განათლების ხარისხის განვითარება და ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის შესაძლებლობის გაძლიერება ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებით. კომპაქტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალების STEM სფეროებში ჩართულობის წახალისებას. 

Millennium Challenge Account – Georgia (MCA-Georgia) is announcing a vacancy of Environmental and Social Performance Director (ESP Director).  
MCA-Georgia was established to implement a five year compact of the Millennium Challenge Corporation. The Millennium Challenge Corporation’s five-year, $140 million compact with Georgia aims to reduce poverty through economic growth by addressing one of Georgia’s most binding constraints to economic growth—the quality of human capital—through investments in science and technology education and workforce development.
The Compact entered into force on July 1, 2014 and will be implemented until 2019.  The Compact seeks to improve the quality of education in the science, technology, engineering, and math (STEM) fields and increase the earning potential of Georgians through strategic investments from the start of a student’s general education to graduation from technical training and advanced degree programs, including a focus on increasing women’s participation in STEM professions.


სამსახურის ადგილმდებარეობაა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ოფისი თბილისში. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ტესტირება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება