ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 34


ვაკანსიის N 39080     

პოზიციის დასახელება
გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კონსულტანტი
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
სსიპ - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA - Georgia)
კატეგორია
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა
14.10.2016
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             აღნიშნული საკონსულტაციო დავალება მოიცავს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კომპაქტის ყველა პროექტს, განსაკუთრებით თითოეული პროექტით გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურულ საქმიანობებს. 

დავალების მთავარი მიზანია, მხარი დაუჭიროს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ძალისხმევას,  მოხდეს გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების პროექტების დიზაინისა და განხორციელების ფაზებში ინტეგრაცია, რაც მოიცავს:
ა) უზრუნველყოფას, რომ ყველა პროექტი აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მოთხოვნებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს; 
ბ) დამატებითი შესაძლებლობების განსაზღვრას, რათა მეტი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა იქნას გამოყენებული პროექტების შემუშავებისა და განხორციელების პერიოდებში. 

დავალება პირდაპირ შეუწყობს ხელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდს გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების შესრულებაში, ასევე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების  იმ პოტენციური რისკების მართვაში, რომლებიც დაკავშირებულია შემდეგ პროექტებთან:
ა) ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი (General Education Project);
ბ) პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის პროექტი (Industry-led Skills and Workforce Development Project);
გ) უმაღლესი განათლების პროექტი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ (San Diego State University and Georgia 2020).

კონსულტანტის დავალება, ასევე მოიცავს იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც ეხება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის (ESMS)" დასრულებას, მათ შორის დანართებს, მათ პერიოდულ განახლებას და განხორციელებას.

კონსულტანტის ამოცანები: 
 პროექტების დიზაინისა და განხორციელების ეტაპებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი, სოციალური, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის რისკების ანალიზი და შესაბამისი გზების განსაზღვრა, რათა მოხდეს საპროექტო და იმპლემენტაციის სტრატეგიების გაუმჯობესება და აღნიშნული რისკების თავიდან აცილება ან შერბილება; 
 კომპაქტის პროექტების/აქტივობების შეფასება მდგრადობისა და შესაძლებლობების განვითარების მოთხოვნების თვალსაზრისით და განსაზღვრა, თუ რამდენადაა დაკავშირებული ისინი მოვლა-პატრონობის საკითხებთან და ადგილობრივ მოსახლეობაზე შესაძლო ზემოქმედებასთან;
 დიზაინისა და სატენდერო დოკუმენტაციის მიმოხილვა ტექნიკური სიზუსტის თვალსაზრისით და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სტანდარტებთან და საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასთან  მათი შესაბამისობის განსაზღვრა;
 ძირითადი გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების  დაცვის დოკუმენტების მიმოხილვა, როგორიცაა შესაბამისი პროექტების  გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯმენტის  ჩარჩო დოკუმენტები, გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმები, ნარჩენების მართვის გეგმები, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გეგმები, განსახლების სამოქმედო გეგმები, კონკრეტული სამშენებლო საიტის გეგმები, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ტრეინინგ მასალები კონსულტანტებისა და კონტრაქტორებისთვის, ყოველთვიური ანგარიშები და ა.შ.. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა ხდება  დიზაინერი და ზედამხედველობის კონსულტანტებისა და პროექტების განმახორციელებელი სააგენტოების მიერ პროექტის განვითარებისთვის სხვადასხვა ეტაპებზე; 
 ზედამხედველობის კონსულტანტებისა და პროექტების განმახორციელებელი სააგენტოების სამუშაოზე ზედამხედველობა გარემოსდაცვით და სოციალურ მენეჯმენტთან და დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე დავალებების შესაბამისად და აღნიშნული ორგანიზაციებისათვის  კონსულტაციების გაწევა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით; 
 პერიოდული საველე გასვლების განხორციელება სამშენებლო ობიექტებზე გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების შემოწმებისა და მიმდინარე სამუშაოების, ზოგადი საპროექტო და კონკრეტული სამშენებლო ობიექტის სპეციფიური გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის დოკუმენტაციის, როგორიცაა გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა, ნარჩენების მართვის გეგმა, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გეგმები, შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
 რეკომენდაციებისა და შერბილების ღონისძიებების შემუშავება კონკრეტულ ობიექტებზე გარემოსდაცვითი, სოციალური და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. გამოსწორების ღონისძიებები ასევე შეიძლება მოიცავდეს იმ ქმედებებს რომელიც მიმართული იქნება ზედამხედველი კომპანიისა ან მშენებელი კონტრაქტორის მიერ არასათანადოდ შესრულებული სამუშაოსთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევასთან. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება კონკრეტული სამშენებლო ობიექტის გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის დოკუმენტების განახლების მიზნით; 
 რეკომენდაციის გაწევა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტების განმახორციელებელ სააგენტოებისა და დიზაინ კონსულტანტებისთვის გარემოსდაცვით, სოციალურ, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;
 პერიოდული ვიზიტების განხორციელება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ გრანტებით დაფინანსებული პროექტების/პროგრამების მონიტორინგის მიზნით; 
 დახმარების გაწევა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოსთვის“, რათა სამენეჯმენტო გეგმების მიხედვით, უზრუნველყოფილ იქნას გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხების ჩართვა უმაღლესი განათლების პროექტის საოპერაციო ფაზაში,  პროფესიული განათლების განვითარების პროგრამის ტრეინინგების ფაზაში, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში და ასე შემდეგ; 
 მოვლა-პატრონობის სახელმძღვანელო დოკუმენტის განხილვა, რომელიც მუშავდება სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში; 
 ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის წარსადგენი ანგარიშების მომზადება, რომელიც მოიცავს კომპაქტის გარემოსდაცვით, სოციალური (მათ შორის განსახლების), ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კომპონენტებს;
 კონსულტანტს შეიძლება ასევე მოეთხოვოს ჯანმრთელობის დაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება, რათა მიღწეული იქნას დავალების მთავარი მიზანი.


This consulting assignment is relevant to all MCA-Georgia Compact projects, but particularly the infrastructure related activities under each project.  The overall objective of the assignment is:
Support MCA-Georgia’s efforts to integrate Environmental, Social, Health and Safety considerations into project design and implementation. This includes:  (a) ensuring that all projects meet Georgian Legislation and MCC requirements, including the International Finance Corporation’s Environmental & Social Performance Standards; (b) identifying opportunities for enhancing project design and implementation through the application of good international practice.

More specific tasks will include: 


 Analyzing Environmental, Social and H&S risks associated with project design and implementation and identifying appropriate ways to improve design and implementation strategies to avoid and/or mitigate these risks.
 Assess the sustainability and capacity building requirements of compact projects/activities, including as they relate to operation and maintenance and possible local community impacts.
 Review designs and bidding documents for technical accuracy and consistency with IFC Performance Standards and Georgian national legislation.
 Review key environmental, social, health and safety documentation such as relevant project ESMF documents, Environmental and Social Management Plans, Waste Management Plans, Health and Safety Plans, Resettlement Action Plans, Site Specific Plans, H&S training materials for consultants and contractors, Monthly Progress Reports etc. submitted  by Design and Supervision Consultants and Implementing Entities at all stages of project development. 
 Guide Design Consultants and Implementing Entities on technical issues related to environment and social management and advice on application of the IFC Performance Standards.
 Conduct periodic field visits to work/project sites to examine Environmental, Social and H&S risks and compliance with project-wide and site specific Environmental and H&S documentation, such as  Environmental and Social Management Plans, Waste Management Plans, Health and Safety Plans, etc.
 Recommend ways and develop mitigation measures, to improve Environmental, Social and H&S performance at individual project sites, including corrective measures needed to overcome difficulties due to poor performance by supervisory consultants or contractors, and, as necessary, recommend updates to project-specific Environmental and H&S documents.
 Provide guidance to MCA Georgia, Implementing Entities and Design Consultants and with regards to Environmental, Social and H&S related issues. 
 Conduct periodic field monitoring of MCA Georgia grant programs/projects.
 Advise MCAG to help ensure that Environmental, Social and H&S considerations are being implemented in accordance to management plans during the operations of the Higher Education program, TVET program vis a vis training, implementation of H&S measures, etc.
 Review the Operation and Maintenance Document Manual developed within the framework of school rehabilitation project. 
 Writing of reports for submission to MCC addressing Environmental, Social (including resettlement) and H&S issues under the Compact.
 Other H&S related tasks may be required of the consultant as needed to fulfil the main objective of the assignment.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი
ინგლისური       ძალიან კარგი       ძალიან კარგი
რუსული       კარგი       კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 5
საკონტაქტო ტელეფონები
+99532 2428528
საკონტაქტო პირი
მაია ლემონჯარია

დამატებითი მოთხოვნები
                     ხელშეკრულების ფარგლებში, კონსულტანტი შეასრულებს დავალებებს საქართველოს ტერიტორიაზე. 

კონსულტანტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ უზრუნველყოფილი იქნება საოფისე ფართით, მათ შორის ყველა საჭირო კომუნალური თუ ინტერნეტ მომსახურებით. ფონდი, ასევე, უზრუნველყოფს კონსულტანტს ყველა ინსტიტუციური დოკუმენტით (კონსულტანტის მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტებს, სახელმძღვანელოებს, ინსტრუმენტებს, დოკუმენტებს, რომელთა სამუშაო ვერსიები შემუშავდა ან/და დასრულდა გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯმენტის სისტემის მომზადების დროს); ფონდი, ასევე, მიაწოდებს კონსულტანტს უახლეს ინფორმაციას კომპაქტის სხვადასხვა სამუშაოების გრაფიკსა და პროგრამასთან დაკავშირებით. ფონდი საჭიროების მიხედვით, ხელს შეუწყობს შეხვედრების ორგანიზებას კომპაქტის ფარგლებში მსგავს სფეროებში მომუშავე კოლეგებთან. 

კონსულტანტის დავალება ითვალისწინებს ხშირ გასვლებს ქვეყნის რეგიონებში კომპაქტის პროექტების ვიზიტების მიზნით. პერიოდულად ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ან სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დახმარებას აღმოუჩენენ სატრანსპორტო საშუალებებით, თუმცა, კონსულტანტის ვალდებული იქნება, დაფაროს მგზავრობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის საცხოვრებელი ხარჯები 12-მდე ღამის ოდენობით ერთი თვის განმავლობაში. 

კონსულტანტი, ასევე, პასუხისმგებელია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევაზე კონტრაქტის სრული  პერიოდის განმავლობაში. დაზღვევის პაკეტი უნდა წარედგინოს დამსაქმებელს. 

კონსულტანტს  უნდა გააჩნდეს  საკუთარი, სრული და სამუშაოს შესაბამისი, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა საველე ვიზიტების დროს.

კონსულტანტი ვალდებულია, დაიცვას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წესები და რეგულაციები, ასევე, საქართველოს კანონმდებლობა. 

კონსულტანტი იმუშავებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების დირექტორის ხელმძღვანელობის ქვეშ და მჭიდროდ ითანამშრომლებს ფონდის თანამშრომლებთან, პროექტების განმახორციელებელ სააგენტოებთან და სხვა კონსულტანტებთან.

დატვირთვა და საკონსულტაციო მომსახურების პერიოდი:  

საკონსულტაციო მომსახურება უნდა დაიწყოს შეძლებისდაგვარად მალე. მოსალოდნელია, სრული დატვირთვა. საკონსულტაციო მომსახურების პერიოდია 20 თვე, აქედან 3 თვე გამოსაცდელი ვადაა. 20 თვის გასვლის შემდეგ კონტრაქტი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვით.  

მოთხოვნები კანდიდატისადმი:
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გარემოსდაცვით მენეჯმენტსა და დაგეგმვაში, გარემოსდაცვით ინჟინერიაში, სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ჯანმრთელობის დაცვასა და შრომის უსაფრთხოებაში, ან მსგავს სფეროებში. სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაში, როგორც უშუალოდ მუშებისთვის ასევე საზოგადოებისათვის. გამოცდილება აგრეთვე უნდა მოიცავდეს სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს. 
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა გარემოსდაცვით, სოციალურ, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების მართვის სფეროში, ასევე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სტანდარტების ცოდნა;

მულტიდისციპლინური გუნდების და ორგანიზაციების ეფექტური მონიტორინგისა და მათთან თანამშრომლობის უნარი, ტექნიკური ექსპერტების, მშენებლობის ზედამხედველების, კონტრაქტორი კომპანიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით; 

მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ სხვადასხვა ამოცანების შესრულების უნარი. 


აპლიკაციას თან უნდა ერთვოდეს სამოტივაციო წერილი ინგლისურ ან ქართულ ენაზე. ასევე, ორი ან მეტი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციით). 


The Consultant will perform the tasks under this contract in Georgia. 
 
The Consultant will be provided with office space within MCA-Georgia, including all utilities and internet access.  MCA-G will also provide all the institutional documentation (policies, manuals, tools, documents prepared by consultants, all existing documents drafted or completed toward development of the ESMS, etc) on topics of the consultancy. MCA-G will provide the Consultant with the latest information on schedule and work program for the various Compact activities. MCA-G will also facilitate meetings with key Compact counterparts, as necessary.

The Consultant will travel frequently within Georgia to conduct field visits to Compact project/activity sites.  While MCA-Georgia and/or its implementing partners (e.g. ESIDA) may occasionally provide transportation to the Consultant to the conduct field work, as needed, in the regions of Georgia, it is Consultant’s responsibility to cover the costs associated with travel arrangements, including lodging costs for up to 12 nights per month. 

The Consultant is responsible for his or her life and health insurance for the entire duration of the contract, to be presented to the employer.  

The Consultant shall have his/ her own full and appropriate personal protective equipment during the field visits. 

The Consultant shall follow the rules, policies sand regulation of MCA – Georgia, MCC and Georgian legislation.  

The Consultant will work under the guidance of and report to the MCA-Georgia ESP Director and will collaborate closely with MCA-Georgia staff, relevant Implementing Entities, and other consultants.

The consulting services shall commence as soon as possible, estimated commencement date of the services is______ 2016. The level of effort is expected to be full time.  The period of performance shall be 20 months, with a probation period of 3 months and possible extension of additional months.

University degree in a field related to Environment Management and Planning, Environmental Engineering,  Social or Natural Sciences, occupational health and safety or equivalent fields; At least five (5) years of experience developing and implementing strategies to manage Environmental, Social and Health and Safety risks, both to workers and the public, including experience monitoring compliance of construction works in the field. 

Familiarity with international best practices in Environment, Social and Health and Safety risk management,, including IFC Performance Standards; 

Demonstrated ability to effectively monitor and collaborate with multidisciplinary teams and institutions including technical experts, construction supervisors, works contractors and civil society.

Demonstrated ability to manage a variety of tasks with minimal supervision.
Strong computer skills.

Excellent written and verbal Georgian and English language skills, with good Russian language skills.


The application should include CV,  motivation letter either in English or Georgian, at least two written references including contact information of the referees. 

                    

დამატებითი ინფორმაცია
                     აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (MCC) დაამტკიცა $140 მილიონიანი გრანტი საქართველოს მთავრობისთვის (GoG), რათა ქვეყანაში ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებას. 2013 წლის 26 ივლისს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს მეორე კომპაქტს.

კომპაქტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს, დაძლიოს მთავარი სიძნელეები, რაც დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან. ამისათვის კომპაქტი ითვალისწინებს სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებას ზოგად განათლებაში, ტექნიკურ და პროფესიული განათლებასა და ტრეინინგში და უმაღლეს განათლებაში. ეს უკანსაკნელი ფოკუსირებული იქნება საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) მიმართულებებზე. 

კომპაქტი შედგება სამი პროექტისგან: ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი (IGEQP), პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის პროექტი (ISWDP) და უმაღლესი განათლების პროექტი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“.

ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი (IGEQP) ითვალისწინებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ საჯარო სკოლებში. პროექტთან დაკავშირებული პოტენციური გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები შეიძლება მოიცავდეს სამშენებლო და სახიფათო ნარჩენების მართვას,  მუშა პერსონალისა და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას, დროებით ან მუდმივ ეკონომიკურ განსახლებასა და განსახლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 
პროფესიული განათლების პროექტი არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ პროექტის ფარგლებში მოხდება  ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება, გრანტის ბენეფიციარი ვალდებული იქნება, ყველა საქმიანობა განახორციელოს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გარემოსდაცვითი სახელმძღვანელოს  და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს გარემოსდაცვითი სახელმძღვანელო პრინციპებისა და სოციალური მართვის სისტემის მოთხოვნების გათვალისწინებით. პოტენციური რისკები შეიძლება მოიცავდეს სამშენებლო და სახიფათო ნარჩენების მართვას, მუშა პერსონალისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას, დროებით ან მუდმივ ეკონომიკურ განსახლებასა და სხვა განსახლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

უმაღლესი განათლების პროექტი მოიცავს სარეაბილიტაციო სამუშაოებს (დღეისათვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია) თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრეთვე, ახალი სასწავლო შენობის მშენებლობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

პოტენციური რისკები შეიძლება მოიცავდეს სამშენებლო და სახიფათო ნარჩენების მართვას, მუშა პერსონალისა და საზოგადოების, მათ შორის  სტუდენტებისა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას, მიწის შეძენის (დროებით ან სამუდამოდ) საკითხებს და ასევე, ზემოქმედებას კულტურულ მემკვიდრეობებზე. 

კომპაქტი ახორციელებს სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და ანგარიშვალდებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობის წინაშე. ფონდს მართავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო წევრები არიან განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, კერძო და არამომგებიანი სფეროს წარმომადგენლები.   

კომპაქტი ავალდებულებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, ადაპტირება გაუკეთოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გარემოსდაცვით სახელმძღვანელო პრინციპებს/მეთოდურ რეკომენდაციებს (რომელიც თავის მხრივ მოიცავს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსდაცვით და სოციალური სტანდარტებს) და გამოიყენოს ისინი კომპაქტით გათვალისწინებული ყველა საქმიანობის განხორციელებისას.  

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ასევე შეიმუშავა და ახორციელებს გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის დოკუმენტს (ESMS). დოკუმენტი შემუშავებულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის  პირველი სტანდარტის (PS 1) მიხედვით და მისი მიზანია კომპაქტის საქმიანობით გამოწვეული გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების და შესაძლო უარყოფითი შედეგების იდენტიფიცირება, თავიდან აცილება, შერბილება, მართვა და მონიტორინგი.  


The U.S. Millennium Challenge Corporation (MCC) has approved a $140 million grant for the Government of Georgia (GoG) to promote economic growth and reduction of poverty. On July 26, 2013 MCC and GoG have signed the Compact that seeks to assist Georgia in addressing a major constraint to economic growth by supporting strategic investments in general education, technical and vocational education and training (TVET), and higher education that will strengthen the quality of education with an emphasis on science, technology, engineering, and math (STEM) disciplines.

The Compact consist of three Projects: Improving General Education Quality Project (IGEQP), Industry-led Skills and Workforce Development Project and STEM Higher Education Project (STEM).

IGEQP includes rehabilitation works of public schools in different regions of Georgia. The potential environmental, social and H&S risks may include management of construction and hazardous wastes, health and safety for construction workers, health and safety for local community during construction phase,   temporary or permanent economic displacement and other resettlement issues. 

The TVET Project does not anticipate major rehabilitation or construction works, but in case it includes infrastructure related works the grant beneficiaries will be required to implement all activities with the IFC PS, MCC Environmental Guidelines and MCA-Georgia’s ESMS. The potential risks may include management of construction and hazardous wastes, health and safety for construction workers and community, economic displacement and other resettlement issues. 
STEM Higher Education Project includes rehabilitation of several areas (most rehabilitation activities have been completed as of now) at Tbilisi State and Georgian Technical Universities and construction of new building at Ilia State University. The potential environmental, social and H&S risks may include management of construction and hazardous wastes, health and safety for construction workers, community health and safety during construction and operation including for students, faculty, and others, potential for land acquisition (permanent or temporary), impact on cultural heritage. 
The GoG has created MCA-Georgia to implement the compact.  MCA-Georgia is a legal entity of public law accountable to the MCC and GoG, led by a Supervisory Board chaired by the Prime Minister of Georgia and comprising of the ministers of Education and Science, Finance, Foreign Affairs, and Justice. 
  
The Compact stipulates that MCA-Georgia must adopt the MCC Environmental Guidelines (which entail the IFC Performance Standards on Environmental and Social Sustainability) and apply them to all Compact activities. MCA-Georgia has developed and is implementing an Environmental and Social Management System (ESMS), in accordance with IFC Performance Standard 1, in order to help identify, avoid, mitigate, manage and monitor environmental, social and related risks and impacts that could arise from Compact activities.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                            გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება