ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 45


ვაკანსიის N 37974     

პოზიციის დასახელება
პრაქტიკანტი გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებში
კონკურსის ტიპი
ორგანიზაცია
სსიპ - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA - Georgia)
კატეგორია
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა
25.06.2016
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სტაჟირება
გამოსაცდელი ვადა
გამოსაცდელი ვადის გარეშე

ფუნქციები
                             პრაქტიკანტი პასუხისმგებელი იქნება მხარდაჭერა გაუწიოს გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს; დაეხმაროს MCA-Georgia-ს გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხთა დირექტორსა და ოფიცერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი ამოცანების მაღალი ხარისხით და დროულად განხორციელებაში:

• გარემოსდაცვითი და სოციალური დოკუმენტაციის აღრიცხვა, ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება; 
• დიზაინერი კომპანიების ხელშეკრულებით გათვალისწინებული წარმოსადგენი დოკუმენტების გრაფიკის მონიტორინგი; 
• პირადი დაცვისა და დეპარტამენტისათვის/ოფისისათვის საჭირო სხვა აღჭურვილობაზე ტექნიკური მახასიათებლების, პოტენციური მომწოდებლებისა და სხვა სახის ინფორმაციის მოძიება; ასევე შესაბამისი მცირე შესყიდვების განხორციელება; 
• პარტნიორი ორგანიზაციებისათვის სხვადასხვა მასალების/დოკუმენტების მიწოდება; 
• საველე გასვლებში მონაწილეობა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; 
• დახმარება შეხვედრების ორგანიზებაში და შეხვედრის ოქმების მომზადება; 
• პროექტის განხორციელებაში ჩართული მხარეების საკონტაქტო ინფორმაციის ბაზის მომზადება;
• გარემოსდაცვითი და სოციალური დოკუმენტაციის და რეკომენდაციების მომზადება; 
• პრეზენტაციების ტექნიკური მომზადება; 
• კვარტალური ანგარიშების მომზადებაში დახმარების გაწევა;
• საჭიროებისამებრ სხვა ამოცანების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
პროფესია
საბუნებისმეტყველო


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
MS office applications            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი
ინგლისური       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 5
საკონტაქტო ტელეფონები
+995322428528
საკონტაქტო პირი
მაია ლემონჯარია

დამატებითი მოთხოვნები
                    • კომუნიკაციის, ინტერპერსონალური და საზოგადოებასთან ურთიერთობის ძლიერი უნარები, რათა შეძლოს მმართველ გუნდთან, თანამშრომლებთან, საზოგადოებასთან და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პროფესიონალური ურთიერთობის დამყარება;
• Microsoft Office, ინტერნეტისა და ელ. ფოსტის აპლიკაციების ცოდნა;
• დროის მართვის, შეზღუდულ დროში მუშაობის და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები; 
• კორესპონდენციის მომზადების გამოცდილება;
• ინგლისური და ქართული ენების ძალიან კარგად ცოდნა;
• კონფიდენციალობის დაცვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia) აცხადებს არაანაზღაურებადი პრაქტიკანტის ვაკანსიას. 

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხუთწლიანი 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტი საქართველოს მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორის, ადამიანური კაპიტალის განვითარებას საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) განათლებაში ინვესტირების და სამუშაო ძალის განვითარების გზით. 

კომპაქტის ამოცანაა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სფეროებში განათლების ხარისხის განვითარება და ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის შესაძლებლობის გაძლიერება ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებით. კომპაქტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალების STEM სფეროებში ჩართულობის წახალისებას. აღნიშნულ კომპაქტს, რომელიც ეფუძნება საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებულ ბოლოდროინდელ რეფორმებს, ხელი მოეწერა 2013 წლის 26 ივლისს და 2013 წლის 3 ოქტომბერს მოხდა პარლამენტის მიერ რატიფიცირება. 
კომპაქტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო.

პრაქტიკანტი ორგანიზაციაში დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების ფარგლებში, სამსახურებრივად ექვემდებარება გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხთა დირექტორს. პოზიცია არ არის ანაზღაურებადი, პრაქტიკანტი მიიღებს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ. სტაჟირების ვადაა 3 თვე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge/
ელ. ფოსტით, ფოსტით ან სხვა საშუალებით ჩვენთან გამოგზავნილი საბუთები, ფონდის რეგულაციების მიხედვით, ვერ იქნება გათვალისწინებული. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: info@mcageorgia.ge
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება ეცნობებათ აპლიკანტებს განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება