ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-57 დღე, -16 საათი, -19 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 42661     

თანამდებობის დასახელება
საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი
დამსაქმებელი
თელავის რაიონული სასამართლო
კატეგორია
საქმისწარმოება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
685 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თელავი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - სასამართლოს პროცესზე გამოძახებული პირების გამოცხადების შემოწმება და სასამართლოსთვის მოხსენება;
- სასამართლოს სხდომის ოქმის წარმოება. ელექტრონულ პროგრამაში შეყვანა; 
- სხდომის თავმჯდომარის წინადადებით საპროცესო დოკუმენტების საჯაროდ წაკითხვა; 
- სასამართლოს მოქმედების და გადაწყვეტილების, აგრეთვე სასამართლოს სხდომის ყველა მონაწილის მოქმედების, განცხადების, შუამდგომლობის, ჩვენებისა და ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში სწორად შეტანა; 
- ახსნა-განმარტების გაკეთება სასამართლო სხდომაზე, თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები;
- საქმეში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩაკერება: საცნობარო ფურცელის, განჩინების (დადგენილების) და საქმის განხილვისას წარმოებული მიმოწერის მასალების, კანონით დადგენილი წესით შემოწმებული და ხელმოწერილი სასამართლო სხდომის ოქმის, საქმეზე თანდართულ ყველა დოკუმენტის სასამართლო განხილვისას მათი შემოსვლის თანმიმდევრობით, განაჩენის ან გადაწყვეტილების (ის დოკუმენტები, რომლებიც მხარეებმა გადასცეს მოსამართლის თანაშემწეს, უნდა დარეგისტრირდეს კანცელარიაში და გადაეცეს სხდომის მდივანს).
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა;

გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

დ) „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულება;

ზ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. №41
საკონტაქტო ტელეფონები
577 28 36 45
საკონტაქტო პირი
ნანა თეთრაული

დამატებით მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განთლება (სასურველია იურიდიული) ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
ბ) იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (სამოსამართლო სწავლების ცენტრში) სასწავლო კურსის გავლა ან სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; 
გ) სასამართლო სისტემაში მუშაობის (მათ შორის სტაჟირების) არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება ან არანაკლებ 1- წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (MS. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint) ცოდნა. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
კონკურსის ეტაპების შესახებ დაკავშირება მოხდება კანდიდატის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით; 
კონკურსს ჩაატარებს თელავის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (მისამართი: ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).

„ჩემი რეზიუმე"- ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ან ცნობა); 
2. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (სამოსამართლო სწავლების ცენტრში) სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სხდომის მდივნად მუშაობის (მათ შორის სტაჟირების არაკანლებ 6-თვიანი გამოცდილების) არანაკლებ ერთი წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (გერბიან ბლანკზე დაბეჭდილი ან ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტის ასლი. 

კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხმათა უმრავლესობით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება






საწყის გვერდზე დაბრუნება