ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-22 დღე, -20 საათი, -56 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 10


ვაკანსიის N 42654     

თანამდებობის დასახელება
ფინანსური რესურსების მართვისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსის მოადგილე (მთავარი ბუღალტერი)
დამსაქმებელი
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
კატეგორია
ფინანსები
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
2 თვე

ფუნქციები
                             • მიმდინარე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;	
• ბუღალტრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და შესაბამისი მითითებების მიცემა. დავალებების შესრულების ვადების და წესების დაცვის კონტროლი;
• სააგენტოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიკური კლასიფიკატორით განსაზღვრულ მუხლებში აღრიცხვა და ხარჯვის კონტროლი;
• ფულადი სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება;
• საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ინსტრუქციისა და ცალკეულ მითითებათა შესაბამისად. ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა და დაწესებულ ვადებში წარდგენა;
•კვარტალური და წლიური ბალანსის სწორად, დროულად შედგენა და შესაბამის სამსახურში წარდგენა;
• დებიტორ-კრედიტორების განსაზღვრა და ადმინისტრაციასთან (სამსახური) ერთად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელება;
• კონტროლი საბუთების თავისდროულ გაფორმებასა და განხორციელებული ოპერაციების კანონიერებაზე;
• კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროების მიხედვით მიღებული სახსრების და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკევებულ აღრიცხვა;
• თანამშრომელთა ხელფასების, პრემიებისა და სხვა გასაცემი თანხების თავისდროულ გადარიცხვა;
• მონაწილეობის მიღება ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში, ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროული გამოყვანა და აღრიცხვა;
• დაწესებულ ვადებში ბუღალტრული ანგარიშგების მომზადება შესაბამის უწყებებში წარსადგენად;
• ხელშეკრულებების პირობების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო თანხის გამოთვლა;
• ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთაღნუსხების, მათი გაანგარიშებებისა და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება;
• სააგენტოს თანამშრომლებისათვის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული სამივლინებო ხარჯების დროულად გაანგარიშება და ანაზღაურება;
•კვარტალური და წლიური ბალანსის მომზადება შესაბამის სამსახურში დადგენილ ვადაში წარსადგენად;
• კომპეტენციის ფარგლებში აქტების (მიღება-ჩაბარება, შედარების აქტი და ა.შ) გაფორმება;
• დირექტორის მიერ დელეგირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
• საჭიროების შემთხვევაში სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
ფინანსები
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვების ობიექტის ერთგვაროვნების დადგენის  წესი“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“;
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულება“;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დებულება.

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, შენობა-ნაგებობა №1, მე-2 სართული
საკონტაქტო ტელეფონები
2 200 220 (3015)
საკონტაქტო პირი
გიული მოსიაშვილი

დამატებით მოთხოვნები
                    აუცილებელია:
• ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
• მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
• ORIS და eTreasury  ცოდნა.

• ორგანიზაციულ–ადმინისტრაციული მუშაობის ჩვევები;
• წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• მაღალი შინაგანი კულტურა;
• კომუნიკაბელურობა;
• გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
• თათბირების, შეხვედრების და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
2. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით (www.hr.gov.ge);
3. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ველში - „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის გრაფაში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
- 2 (ორი) რეკომენდატორი; 
- სარეკომენდაციო წერილი წინა დამსაქმებლისგან;
- სამოტივაციო წერილი. 
4. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, არასრულად ექნება მითითებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე; 
5. კანდიდატებს ნებისმიერი (დადებითი/უარყოფითი პასუხი) ინფორმაცია ეცნობებათ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
• ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; 
• ცნობა ნასამართლეობის შესახებ; 
• ცნობა ჯანმრთელობის შესახებ; 
• სურათი3X4 დისკთან ერთად.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა; საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება










საწყის გვერდზე დაბრუნება