ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-22 დღე, -20 საათი, -55 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 18


ვაკანსიის N 42650     

თანამდებობის დასახელება
სხდომის მდივანი
დამსაქმებელი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
685 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გურჯაანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
გამოსაცდელი ვადის გარეშე

ფუნქციები
                             - საქმეების სასამართლო სხდომაზე განსახილველად მომზადება;
- მოქალაქეთა მიღება; 
- სასამართლოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; 
- მოსამართლისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა; 
- სასამართლო სხდომის ოქმების წარმოება;
- სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება;
- შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და განაწილება;
- კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად მიქცევა;
- არქივში საქმეების და ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვის უზრუნველყოფა.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობა;

გ)"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

დ)ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე)"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;

ვ)საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

ზ)"საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

თ) "საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

ი)"რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულება;

კ)"საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ.გურჯაანი სანაპიროს ქ.#24
საკონტაქტო ტელეფონები
577-28-42-39
საკონტაქტო პირი
ეკა მელიქიშვილი

დამატებით მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი -  გამოცდილება ან საერთო სასამართლოების სისტემაში არანაკლებ 6 თვიანი სტაჟირების გავლა;
გ) იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (სამოსამართლო სწავლების ცენტრში) სასწავლო კურსის გავლა, ან მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, ან/და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);
ე) სასურველია უცხო ენის ცოდნა;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    აუცილებელია კანდიდატმა:

- განათლება კვალიფიკაციის გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
- შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია) და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.

კონკურსი ჩატარდება განცხადებების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით;
-კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის(აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
-კონკურსის ეტაპირების თაობაზე დაკავშირება მოხდება აპლიკანტების მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელ.ფოსტის მეშვეობით. 
კონკურსს ჩაატარებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
- კანდიდატმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. აპლიკიაციების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის განმავლობაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება










საწყის გვერდზე დაბრუნება