ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-22 დღე, -20 საათი, -55 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 10


ვაკანსიის N 42646     

თანამდებობის დასახელება
კანცელარიის სპეციალისტი - ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო
დამსაქმებელი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
კატეგორია
საქმისწარმოება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
605 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ლაგოდეხი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
გამოსაცდელი ვადის გარეშე

ფუნქციები
                             - სასამართლოში შემოსული მასალის ფორმალური გამართულობის შემოწმება; 
- სასამართლოში შემოსული სარჩელების და სხვა მასალის ელექტრონული რეგისტრაცია და სკანირება; 
- რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობის გაცემა; 
- სასამართლოში შემოსული მასალის შესაბამის თანამდებობის პირებისთვის განაწილება და გადაცემა; 
- სასამართლოში შემოსული მასალისთვის შესაბამისი ნომრის მინიჭება; 
- სასამართლოში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება; 
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
პროფესია
იურისტი
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული  საპროცესო კანონმდებლობა;

გ)„საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი;  

დ)"რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულება;

ე)საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის #414  ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ’’

ვ)"საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა №24
საკონტაქტო ტელეფონები
577-28-42-39
საკონტაქტო პირი
ეკა მელიქიშვილი

დამატებით მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)  სასურველია სამუშაო გამოცდილება;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);
დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    აუცილებელია კანდიდატმა:

- განათლება კვალიფიკაციის გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
- შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია) და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.

- კონკურსი ჩატარდება განცხადებების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით;
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის(აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
- კონკურსის ეტაპირების თაობაზე დაკავშირება მოხდება აპლიკანტების მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელ. ფოსტის მეშვეობით;
- კონკურსს ჩაატარებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
- კანდიდატმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის განმავლობაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება








საწყის გვერდზე დაბრუნება