ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-22 დღე, -20 საათი, -54 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 12


ვაკანსიის N 42636     

თანამდებობის დასახელება
საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი
დამსაქმებელი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
685 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბოლნისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - საქმის მომზადება სასამართლო სხდომაზე განსახილველად;
- სასამართლო პროცესების მონაწილეებისათვის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შეტყობინება;
- საპროცესო დოკუმენტების ასლების მომზადება და მათი სამართალწარმოების მონაწილეებისათვის გადაცემა;
- სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების დარეგისტრირება ელექტრონულ პროგრამაში;
- სასამართლო სხდომათა გრაფიკების მომზადება;
- დამოწმებული უწყების სასამართლოში დაბრუნებაზე კონტროლი და ადრესატისათვის უწყების ჩაუბარებლობის მიზეზის გადაცემა მოსამართლისათვის;
- სასამართლო სხდომის ოქმების წარმოება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
პროფესია
სამართალმცოდნე
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობა;

გ) „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

ე) „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

ვ) „რაიონული  (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების  წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულება;

ზ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა  და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. ბოლნისი, ს. საბას ქ. №113
საკონტაქტო ტელეფონები
577 92 52 12
საკონტაქტო პირი
ლევან სიმონიშვილი

დამატებით მოთხოვნები
                    ა) საერთო სასამართლოების სისტემაში არანაკლებ 6 თვიანი სტაჟირების გავლა;
ბ) სასურველია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (სამოსამართლო სწავლების ცენტრში) სასწავლო კურსის გავლა, ან სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint);
დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- კონკურსს ჩაატარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქ. №113).

„ჩემი რეზიუმე"- ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი.

კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხმათა უმრავლესობით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება




საწყის გვერდზე დაბრუნება