ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-22 დღე, -20 საათი, -55 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 68


ვაკანსიის N 42628     

თანამდებობის დასახელება
სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების აღსრულების სამსახურის უფროსი
დამსაქმებელი
საქართველოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
კატეგორია
პრობაცია
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია აღსრულების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე. ახდენს ზემოაღნიშნული პროცესების შესრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს.
•	ახდენს აღსასრულებელი სამართლებრივი აქტების გადანაწილებას აღსრულების სამსახურის თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერთა შორის;
•	ახორციელებს სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესის ზედამხედველობასა და კონტროლს;
•	ხელმძღვანელობს და მონიტორინგს უწევს მსჯავრდებულის სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური (პროგრესული) გეგმის განხორციელების პროცესის მიმდინარეობას;
•	აძლევს ინსტრუქციებს თანამშრომლებს საქმიანობაში გამოსაყენებელ მეთოდებსა და პროცედურებზე;
•	ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა საქმიანობაზე;
•	აწვდის ინფორმაციას ხელმძღვანელობას სამუშაო პრაქტიკაში გამოკვეთილ საჭიროებებზე გადაწყვეტილების მისაღებად;
•	ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, დაწესებულების უფროსთან ერთად, განიხილავს შესრულებულ სამუშაოს და ადგენს მომდევნო დღის სამუშაო გეგმას; 
•	საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი;
დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი;
ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედისაჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციისეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება;
კ) „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანება;
ლ) მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება;
მ) „თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის სპეციალური საშუალებების გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 თებერვლის №17 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი. ალ. ყაზბეგის გამზ. №4
საკონტაქტო ტელეფონები
230 30 12
საკონტაქტო პირი
ნათია კვარაცხელია

დამატებით მოთხოვნები
                    ა) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის გამოცდილებას;
ბ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველი);
გ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის (EDOC ან EFLOW) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველი).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან;
კონკურსში მონაწილე პირებმა განაცხადის შევსების დროს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შექმნან სამოტივაციო წერილი;
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც სრულად არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გასაუბრებაზე არ დაიშვება;
კონკურსი ითვლება გავლილად გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება;
გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები და უფლებამოსილი პირები.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადაა 2017 წლის 21 ივლისი; საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება