ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 21 საათი, 44 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 15


ვაკანსიის N 42626     

თანამდებობის დასახელება
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს უფროსი
დამსაქმებელი
საქართველოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
კატეგორია
პრობაცია
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ზუგდიდი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია ბიუროს საქმიანობაზე; 
- ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა საქმიანობაზე; 
- უზრუნველყოფს სააღსრულებო მოქმედების შესრულების კონტროლს; 
- ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე, პირობითი მსჯავრდებულის რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესებზე.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედისაჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციისეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება;

ი) „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანება;

კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №208 ბრძანება;

ლ) „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესისა და პირობების დადგენის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 29 თებერვლის №31 ბრძანება;

მ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო    სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 აპრილის №74 ბრძანება;

ნ) „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილისათვის კვების ხარჯების დანიშვნის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 17 ივნისის №107 ბრძანება;

ო) „მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი. ალ. ყაზბეგის გამზ. №4
საკონტაქტო ტელეფონები
230 30 12
საკონტაქტო პირი
ნათია კვარაცხელია

დამატებით მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველი).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან;
კონკურსში მონაწილე პირებმა განაცხადის შევსების დროს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შექმნან სამოტივაციო წერილი;
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც სრულად არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გასაუბრებაზე არ დაიშვება;
კონკურსი ითვლება გავლილად გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება;
გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები და უფლებამოსილი პირები.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადაა 2017 წლის 21 ივლისი. საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება