ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-57 დღე, -16 საათი, -6 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 42347     

თანამდებობის დასახელება
ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი
დამსაქმებელი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
875 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბაღდათი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - წარმართავს განყოფილების საქმიანობას, ამუშავებს მიღებულ კორესპონდენციებს, ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის;
- ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას;
- კოორდინაციას უწევს წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შექმნის და განვითარების თაობაზე;
- კოორდინაციას უწევს მუნიციპალური ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
- ახორციელებს მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების კოორდინაციას;
- კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა/გაჩერების წესების რეგულირებას; 
- ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის კოორდინაციას;
- კოორდინაციას უწევს წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების დაგეგმვის და მშენებლობის პროცესს;
- ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის;
- ახორციელებს ზედამხედველობას ადგილობრივი შესყიდვების ხელშეკრულებებით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, ამზადებს დოკუმენტაციას ობიექტების მიღება-ჩაბარებისათვის;
- ახორციელებს კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრას, შესაბამისი პროექტების მომზადებას;
- ასრულებს  მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა დავალებებს, მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ინჟინერი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-  ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

- „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2000 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილება;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №10 დადგენილება.

კანდიდატი სასურველია ერკვეოდეს შემდეგი სახის კანონმდებლობაში:

-  საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;

-  საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“;

-  საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“;

- „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1–1/1254 ბრძანება;

- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ბაღდათი, წერეთლის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები
595 900 711
საკონტაქტო პირი
ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე

დამატებით მოთხოვნები
                    - სავალდებულოა საჯარო (სასურველია ადგილობრივი თვითმმართველობა) ან კერძო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი, სამშენებლო სფეროში და ხელმძღვანელ (მენეჯერულ) თანამდებობაზე  მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel) და საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eDocument ცოდნა;  
- სასურველია archiCAD პროგრამის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

- პროექტების მართვის უნარი;  
- პროექტების შეფასების უნარი;   
- გადაწყვეტილების მიღებისას სხვადასხვა მიდგომების ფლობის უნარი;  
- სამუშაოს შესრულების სტანდარტების შექმნის უნარი; 
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; 
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი; 
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;  
- საკანონმდებლო ტექნიკის გამოყენების უნარი; 
- პრობლემების ანალიზის უნარი;  
- მოლაპარაკების უნარები;  
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
- ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკისა და საზოგადოებრივი სარგებელის გაცნობიერების უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; 
2. აპლიკანტმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სტაჟის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; 
გ) აგრეთვე სასურველია აპლიკანტმა „დამატებითი დოკუმენტები" ველში ატვირთოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების შედეგის დამადასტურებელი ცნობა;
დ) სავალდებულოა რეკომენდატორის (ერთი ან რამდენიმე) საკონტაქტო მონაცემების მითითება და სამოტივაციო წერილის წარმოდგენა. 
3. აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; აპლიკანტს კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე საკონკურსო ეტაპების შედეგების შესახებ ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით;
4. გასაუბრება მოხდება საკონკურსო თემატიკის ფარგლებში;
5. კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 (ხუთი) ვაკანსიაზე. ხუთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
6. კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება