ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-57 დღე, -16 საათი, -3 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 6


ვაკანსიის N 42344     

თანამდებობის დასახელება
ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი
დამსაქმებელი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
ეკონომიკური
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
875 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბაღდათი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების და გეგმების შემუშავებისა და მათი განხორციელების პროცესების წარმართვა;
- ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობა;
- მუნიციპალიტეტის შესახებ საცნობარო-საინფორმაციო მასალების მოძიება და საინფორმაციო-შემეცნებითი და სარეკლამო  ბუკლეტების დამზადების ხელშეწყობა;
- ტურიზმის სფეროში ჩართული კერძო მესაკუთრეების გადამზადების ხელშეწყობა, საჭირო ტრენინგების გავლისათვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა;
- მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად ტურიზმის განვითარების სფეროში სიახლეების, ინოვაციების შესახებ ინფორმაციის ეტაპობრივად მიწოდება;
- ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
- ტურისტული მარშრუტების დადგენა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
- საოჯახო ღვინის მარნებისა და საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
- საკურორტო, საპიკნიკე ადგილების მოძიება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ინიცირება;
- საქართველოში მოქმედ ტურისტულ კომპანიებთან და სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, კურორტების პოპულარიზაციის მიზნით ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღება;
- მუნიციპალიტეტის ტურისტულ ობიექტებზე ვიდეო რგოლების, ფლეერებისა და ბროშურების მომზადების ხელშეწყობა;
- ტელეკომპანიის ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელებთან ურთიერთობა;
- ექსპედიციების მოწყობა მუნიციპალიტეტის მთიან ზონაში ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით; 
- ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-  ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილება;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ბაღდათი, წერეთლის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები
595 900 711
საკონტაქტო პირი
ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე

დამატებით მოთხოვნები
                    - სავალდებულოა საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel) ცოდნა, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eDocument სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
- აქტიური მოსმენის უნარი; 
- ინფორმაციის შეგროვების უნარი; 
- პრობლემების ანალიზის უნარი; 
- საჯაროდ გამოსვლის უნარი; 
- მოლაპარაკების უნარები; 
- კონფლიქტებისა და დავების მართვისა და გადაჭრის უნარები; 
- იდეების დასაბუთების, დარწმუნების უნარი; 
- გუნდურად მუშაობის უნარი; 
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; 
2. აპლიკანტმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; 
გ) აგრეთვე სასურველია აპლიკანტმა „დამატებითი დოკუმენტები" ველში ატვირთოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების შედეგის დამადასტურებელი ცნობა;
დ) სავალდებულოა რეკომენდატორის (ერთი ან რამდენიმე) საკონტაქტო მონაცემების მითითება და სამოტივაციო წერილის წარმოდგენა. 
3. აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; აპლიკანტს კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე საკონკურსო ეტაპების შედეგების შესახებ ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით;
4. გასაუბრება მოხდება საკონკურსო თემატიკის ფარგლებში;
5. კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 (ხუთი) ვაკანსიაზე. ხუთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
6. კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება