ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-57 დღე, -16 საათი, -7 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 10


ვაკანსიის N 42339     

თანამდებობის დასახელება
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წვევამდელთა აღრიცხვის საკითხებში წამყვანი სპეციალისტი
დამსაქმებელი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
სამხედრო აღრიცხვა და გაწვევა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბაღდათი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი მოქალაქეების სიების დადგენა და დამუშავება, მათთვის უწყებების დარიგება და სამხედრო სამსახურში გამოცხადების უზრუნველყოფა;
- უაღრიცხვო წვევამდელების სიების დადგენა და მათი სამხედრო სამსახურში გამოცხადების უზრუნველყოფა სამხედრო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით;
- სამსახურის უფროსის უშუალო დავალებების დროული შესრულება;
- მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება. 

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
6 თვე
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-  ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილება;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №17 დადგენილება.

კანდიდატი სასურველია ერკვეოდეს შემდეგი სახის კანონმდებლობაში:

-  საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ";

-  საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“;

-  საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“;

-  საქართველოს კანონი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ".


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ბაღდათი, წერეთლის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები
595 900 711
საკონტაქტო პირი
ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე

დამატებით მოთხოვნები
                    - სავალდებულოა საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის 6-თვიანი (სასურველია ერთწლიანი) გამოცდილება;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel) ცოდნა, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eDocument სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;
- წერის (მათ შორის ელექტრონული მიმოწერის) უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;.
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; 
2. აპლიკანტმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; 
გ) აგრეთვე სასურველია აპლიკანტმა „დამატებითი დოკუმენტები" ველში ატვირთოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების შედეგის დამადასტურებელი ცნობა;
დ) სავალდებულოა რეკომენდატორის (ერთი ან რამდენიმე) საკონტაქტო მონაცემების მითითება და სამოტივაციო წერილის წარმოდგენა. 
3. აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; აპლიკანტს კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე საკონკურსო ეტაპების შედეგების შესახებ ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით;
4. გასაუბრება მოხდება საკონკურსო თემატიკის ფარგლებში;
5. კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 (ხუთი) ვაკანსიაზე. ხუთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
6. კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება










საწყის გვერდზე დაბრუნება