ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 21 საათი, 42 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 2


ვაკანსიის N 42338     

თანამდებობის დასახელება
ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების სივრცითი და ტერიტორიული დაგეგმვის საკითხებში მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბაღდათი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვის, უფლებრივი ზონირებისა განხორციელების უზრუნველყოფა;
- დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური და  დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
- დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება;
- გეგმარებითი დავალებების მომზადება;
- მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნისა  და განვითარების ხელშეწყობა;
- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
ინჟინერი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-  ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილება;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №10 დადგენილება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ბაღდათი, წერეთლის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები
595 900 711
საკონტაქტო პირი
ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე

დამატებით მოთხოვნები
                    - სავალდებულოა საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel) ცოდნა, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eDocument სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სასურველია 3D MAX,   AutoCAD,  ArchiCAD პროგრამების  დამაკმაყოფილებლად ცოდნა.

- პროექტების მართვის  უნარი;
- პროექტების შეფასების უნარი;
- გადაწყვეტილებების მიღებისას სხვადასხვა მიდგომების გამოყენების უნარი;
- სამუშაოს შესრულების სტანდარტების შექმნის უნარი;
- აქტიური მოსმენის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- საკანონმდებლო ტექნიკის გამოყენების უნარი;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; 
2. აპლიკანტმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; 
გ) აგრეთვე სასურველია აპლიკანტმა „დამატებითი დოკუმენტები" ველში ატვირთოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების შედეგის დამადასტურებელი ცნობა;
დ) სავალდებულოა რეკომენდატორის (ერთი ან რამდენიმე) საკონტაქტო მონაცემების მითითება და სამოტივაციო წერილის წარმოდგენა. 
3. აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; აპლიკანტს კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე საკონკურსო ეტაპების შედეგების შესახებ ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით;
4. გასაუბრება მოხდება საკონკურსო თემატიკის ფარგლებში;
5. კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 (ხუთი) ვაკანსიაზე. ხუთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
6. კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს.

                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება