ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-22 დღე, -20 საათი, -55 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 42337     

თანამდებობის დასახელება
ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების არქიტექტურის საკითხებში მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
არქიტექტურა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბაღდათი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავებაში და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებაში;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში;
- ახორციელებს საქმისწარმოების პროცედურებს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით;
- სამშენებლო საქმიანობისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურთან კოორდინაციით მონაწილეობს ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებაში;
- კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მუნიციპალიტეტში სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე;
- სამშენებლო საქმიანობისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურთან კოორდინაციით მონაწილეობს ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებაში;
- ასრულებს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა დავალებებს, მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
ინჟინერი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-  ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

- „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2000 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილება;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №10 დადგენილება.

კანდიდატი სასურველია ერკვეოდეს შემდეგი სახის კანონმდებლობაში:

კანდიდატი სასურველია ერკვეოდეს შემდეგი სახის კანონმდებლობაში:

-  საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;

-  საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“;

-  საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“;

- „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1–1/1254 ბრძანება;

- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ბაღდათი, წერეთლის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები
595 900 711
საკონტაქტო პირი
ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე

დამატებით მოთხოვნები
                    - სავალდებულოა  საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი  გამოცდილება, სასურველია არქიტექტურულ სფეროში;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel) ცოდნა, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eDocument სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სასურველია 3D MAX,   AutoCAD,  ArchiCAD პროგრამების  ცოდნა.

- პროექტების მართვის  უნარი;
- პროექტების შეფასების უნარი;
- გადაწყვეტილებების მიღებისას სხვადასხვა მიდგომების გამოყენების უნარი;
- სამუშაოს შესრულების სტანდარტების შექმნის უნარი;
- აქტიური მოსმენის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; 
2. აპლიკანტმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; 
გ) აგრეთვე სასურველია აპლიკანტმა „დამატებითი დოკუმენტები" ველში ატვირთოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების შედეგის დამადასტურებელი ცნობა;
დ) სავალდებულოა რეკომენდატორის (ერთი ან რამდენიმე) საკონტაქტო მონაცემების მითითება და სამოტივაციო წერილის წარმოდგენა. 
3. აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; აპლიკანტს კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე საკონკურსო ეტაპების შედეგების შესახებ ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით;
4. გასაუბრება მოხდება საკონკურსო თემატიკის ფარგლებში;
5. კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 (ხუთი) ვაკანსიაზე. ხუთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
6. კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს.

                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება