ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-57 დღე, -16 საათი, -2 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 9


ვაკანსიის N 42329     

თანამდებობის დასახელება
შიდა აუდიტის სამსახურის ფინანსური რისკების დადგენის საკითხებში მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
აუდიტი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბაღდათი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების და სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;
- აუდიტის ობიექტის ფუნქციონირებაში  მოსალოდნელი დარღვევების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, აგრეთვე ფინანსური სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულებების  შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება  სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
- ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ წესებთან, ასევე პრევენციული ან/და შემდგომი კონტროლის მეშვეობით  აქტივებისა და სხვა რესურსების დაცვა ზიანისაგან;
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებაში (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, ასევე ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-  ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილება;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის  №14  დადგენილება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ბაღდათი, წერეთლის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები
595 900 711
საკონტაქტო პირი
ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე

დამატებით მოთხოვნები
                    - საჯარო (სასურველია ადგილობრივი თვითმმართველობა) ან კერძო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი  გამოცდილება;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel) ცოდნა, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eDocument სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკების უნარი;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ცვლილებებზე მოქნილად და ადვილად ადაპტირების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირების უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- იდეების დასაბუთების, დარწმუნების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი; 
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; 
2. აპლიკანტმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; 
გ) აგრეთვე სასურველია აპლიკანტმა „დამატებითი დოკუმენტები" ველში ატვირთოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების შედეგის დამადასტურებელი ცნობა;
დ) სავალდებულოა რეკომენდატორის (ერთი ან რამდენიმე) საკონტაქტო მონაცემების მითითება და სამოტივაციო წერილის წარმოდგენა. 
3. აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; აპლიკანტს კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე საკონკურსო ეტაპების შედეგების შესახებ ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით;
4. გასაუბრება მოხდება საკონკურსო თემატიკის ფარგლებში;
5. კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 (ხუთი) ვაკანსიაზე. ხუთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
6. კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს.

                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება