ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 21 საათი, 45 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 42327     

თანამდებობის დასახელება
ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების საინფორმაციო-საკომუნიკაციო საკითხებში უფროსი სპეციალისტი
დამსაქმებელი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
550 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბაღდათი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - მუნიციპალიტეტის ვებგვერდის გამართული მუშაობის ხელშეწყობა;
- მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
- მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგების ხელშეწყობა;
- ინფორმაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და იმერეთის ვებპორტალზე (www.imereti.ge) განთავსების მიზნით; 
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობისა და   საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით  გამოქვეყნების უზრუნველყოფა,  კომპეტენციის ფარგლებში; 
- გამგეობის სამსახურებისა და საკრებულოსათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და სელექცია; 
- საინფორმაციო საშუალებებში გასავრცელებლად ტექსტური მასალების მომზადება; 
- საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების ორგანიზება; 
- აუდიო-ვიდეო მასალების შექმნა, აუდიოვიზუალური პრეზენტაციების მომზადება; 
- მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციების გავრცელება და აქტივობების შესახებ პრესრელიზების მომზადება; 
- მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
საშუალო სკოლა დამთავრებული
სასურველი ასაკი -დან
18
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-  ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილება.

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ბაღდათი, წერეთლის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები
595 900 711
საკონტაქტო პირი
ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე

დამატებით მოთხოვნები
                    - სავალდებულოა საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3-თვიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel) ცოდნა, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eDocument სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

- სასურველია უმაღლესი განათლება;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკების უნარი;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ცვლილებებზე მოქნილად და ადვილად ადაპტირების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირების უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- იდეების დასაბუთების, დარწმუნების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი; 
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; 
2. აპლიკანტმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა (დიპლომის/ატესტატის ასლი);
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; 
გ) აგრეთვე სასურველია აპლიკანტმა „დამატებითი დოკუმენტები" ველში ატვირთოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების შედეგის დამადასტურებელი ცნობა;
დ) სავალდებულოა რეკომენდატორის (ერთი ან რამდენიმე) საკონტაქტო მონაცემების მითითება და სამოტივაციო წერილის წარმოდგენა. 
3. აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; აპლიკანტს კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე საკონკურსო ეტაპების შედეგების შესახებ ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით;
4. გასაუბრება მოხდება საკონკურსო თემატიკის ფარგლებში;
5. კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 (ხუთი) ვაკანსიაზე. ხუთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
6. კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება