ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 21 საათი, 38 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 42325     

თანამდებობის დასახელება
ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბაღდათი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამართული მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა;
- კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია (დრაივერების დაყენება);
- პროგრამული სიახლეების დანერგვის ორგანიზება;
- ძირითად ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
- მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
ინფორმაციული ტექნოლოგიები
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-  ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილება;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
eDocument            ძალიან კარგი
Internet Explorer            ძალიან კარგი
Windows            ძალიან კარგი
Windows 7            ძალიან კარგი
Corel            ძალიან კარგი
Photoshop            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ბაღდათი, წერეთლის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები
595 900 711
საკონტაქტო პირი
ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე

დამატებით მოთხოვნები
                    - სავალდებულოა საჯარო ან კერძო სექტორში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში (IT) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel) ცოდნა.

- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
- აქტიური მოსმენის უნარი; 
- ინფორმაციის შეგროვების უნარი; 
- პრობლემების ანალიზის უნარი; 
- საჯაროდ გამოსვლის უნარი; 
- მოლაპარაკების უნარები; 
- კონფლიქტებისა და დავების მართვისა და გადაჭრის უნარები; 
- იდეების დასაბუთების, დარწმუნების უნარი; 
- გუნდურად მუშაობის უნარი; 
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; 
2. აპლიკანტმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ინფორმაციული ტექნოლოგიების/კომპიუტერულ მეცნიერებათა სფეროში -IT);
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; 
გ) აგრეთვე სასურველია აპლიკანტმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში ატვირთოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების შედეგის დამადასტურებელი ცნობა;
3.აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; აპლიკანტს კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე საკონკურსო ეტაპების შედეგების შესახებ ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით;
4.გასაუბრება მოხდება საკონკურსო თემატიკის ფარგლებში;
5. სავალდებულოა რეკომენდატორის (ერთი ან რამდენიმე) საკონტაქტო მონაცემების მითითება და სამოტივაციო წერილის წარმოდგენა;
6. კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 (ხუთი) ვაკანსიაზე. ხუთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
7.კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება












საწყის გვერდზე დაბრუნება