ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 21 საათი, 36 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 42311     

თანამდებობის დასახელება
გამგებლის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში
დამსაქმებელი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
ადმინისტრაცია
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
875 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბაღდათი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - არასამთავრობო (ადგილობრივი და საერთაშორისო) ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, პროცესში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა;
- გენდერული თანასწორობის რეგულაციის მიზნით პერიოდული საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების ორგანიზება, არასამთავრობო სექტორისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში;
- მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის ხელშეწყობა ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით;
- სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის თანაბარი პირობების შექმნის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
- მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გამოვლენა, მონიტორინგი და მათი მოგვარების თაობაზე რეკომენდაციების გაცემა, გენდერულ სფეროში გამოვლენილი პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება, გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლა და ქალთა როლის ამაღლებისათვის ადგილობრივ  თვითმმართველობაში წინადადებების მომზადება;
- კანონმდებლობის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და საზოგადოების ინფორმირებულობა გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
- მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების გენდერული ანალიზის უზრუნველყოფა;
- საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობის კოორდინაცია, წერილობითი ანგარიშის წარდგენა გენდერული თანასწორობის კუთხით მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ;
- მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-  ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილება;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ბაღდათი, წერეთლის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები
595 900 711
საკონტაქტო პირი
ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე

დამატებით მოთხოვნები
                    - სავალდებულოა  საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი  გამოცდილება;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel) ცოდნა, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eDocument სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
- აქტიური მოსმენის უნარი; 
- ინფორმაციის შეგროვების უნარი; 
- პრობლემების ანალიზის უნარი; 
- საჯაროდ გამოსვლის უნარი; 
- მოლაპარაკების უნარები; 
- კონფლიქტებისა და დავების მართვისა და გადაჭრის უნარები; 
- იდეების დასაბუთების, დარწმუნების უნარი; 
- გუნდურად მუშაობის უნარი; 
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; 
2. აპლიკანტმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სტაჟის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; 
გ) აგრეთვე სასურველია აპლიკანტმა „დამატებითი დოკუმენტები" ველში ატვირთოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების შედეგის დამადასტურებელი ცნობა;
დ) სავალდებულოა რეკომენდატორის (ერთი ან რამდენიმე) საკონტაქტო მონაცემების მითითება და სამოტივაციო წერილის წარმოდგენა. 
3. აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; აპლიკანტს კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე საკონკურსო ეტაპების შედეგების შესახებ ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით;
4. გასაუბრება მოხდება საკონკურსო თემატიკის ფარგლებში;
5. კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 (ხუთი) ვაკანსიაზე. ხუთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
6. კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება