ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 21 საათი, 40 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 42309     

თანამდებობის დასახელება
გამგებლის წარმომადგენელი ხანის ადმინისტრაციულ ერთეულში
დამსაქმებელი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
ადგილობრივი თვითმმართველობა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
30.04.2017
თანამდებობრივი სარგო:
1000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბაღდათი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - გამგებლის მოთხოვნის შესაბამისად სტატისტიკური და სხვა სახის მონაცემების შეგროვება და ანალიზი; 
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების მიწოდება და პირის ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს -
ყოფნის ფაქტის დადგენა;
- კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და ეპიდემიების სალიკვიდაციო სამუშაოების ღონისძიებებში უშუალო მონაწილეობა; 
- ადმინისტრაციული ერთეულების სივრცით-ტერიტორიული და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; 
- გამოკითხვის, კრებებისა და სახალხო განხილვების ჩატარების ორგანიზება, მოსახლეობის წინადადებების, შენიშვნებისა და განცხადებების მუნიციპალიტეტის 
შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირთათვის მიწოდება; 
- ადმინისტრაციულ ერთეულში მიზნობრივი პროგრამების კოორდინაცია; 
- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობა, მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა 
სამართლებრივი აქტების გაცნობა; 
- ადმინისტრაციული ერთეულის ქონების აღრიცხვა, დაცვა და მისი მიზნობრივი გამოყენების კონტროლი; 
- ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა გამგეობასთან, საკრებულოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის 
პირებთან; 
- მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრების ორგანიზება; 
- მოქალაქეთა განცხადებების მიღება, დარეგისტრირება და ბეჭდით და ხელმოწერით დადასტურებული შესაბამისი აქტის მომზადება;
- ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების თვალყურის დევნება, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის 
წარდგენა; 
- განათლების, ინკლუზიური განვითარების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხების რეგულირება და კოორდინაცია დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ 
ერთეულში შესაბამის სამსახურებთან და ა(ა)იპ-ებთან ურთიერთთანამშრომლობით; 
- საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახების 
შუამდგომლობა, მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამიდან სოციალური დახმარების მიღების მიზნით; 
- საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ოჯახის წევრთა შემადგენლობის ფაქტობრივი რაოდენობის, უფლების 
დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული და 
საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობისა და ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში მცხოვრები პირის საკუთრებაში 
არსებული უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვის, ფლობისა და სარგებლობის ფაქტების დადგენა;
- სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის (კონკრეტულ ადგილზე ხის მოჭრის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოპოვების, პირუტყვის საკუთრებაში 
ფლობის და სხვ.) ფაქტების დადგენა; 
- ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და 
ნუმერაციის შესახებ წინადადებების შემუშავება; 
- მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი 
სამხედრო სწავლების, სამხედრო პატრიოტული აღზრდისა და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში მონაწილეობა; 
- მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება. 
            

მოთხოვნები
 
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-  ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №21 დადგენილება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ბაღდათი, წერეთლის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები
595 900 711
საკონტაქტო პირი
ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე

დამატებით მოთხოვნები
                    - სავალდებულოა საშუალო ან ტექნიკური განათლება;
- სავალდებულოა საჯარო (სასურველია თვითმმართველობა) ან კერძო სექტორში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel) ცოდნა, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eDocument სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
- აქტიური მოსმენის უნარი; 
- ინფორმაციის შეგროვების უნარი; 
- პრობლემების ანალიზის უნარი; 
- საჯაროდ გამოსვლის უნარი; 
- მოლაპარაკების უნარები; 
- კონფლიქტებისა და დავების მართვისა და გადაჭრის უნარები; 
- იდეების დასაბუთების, დარწმუნების უნარი; 
- გუნდურად მუშაობის უნარი; 
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; 
2. აპლიკანტმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა (დიპლომის/ატესტატის ასლი);
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; 
გ) აგრეთვე სასურველია აპლიკანტმა „დამატებითი დოკუმენტები" ველში ატვირთოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების შედეგის დამადასტურებელი ცნობა;
დ) სავალდებულოა რეკომენდატორის (ერთი ან რამდენიმე) საკონტაქტო მონაცემების მითითება და სამოტივაციო წერილის წარმოდგენა. 
3. აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; აპლიკანტს კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე საკონკურსო ეტაპების შედეგების შესახებ ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით;
4. გასაუბრება მოხდება საკონკურსო თემატიკის ფარგლებში;
5. კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 (ხუთი) ვაკანსიაზე. ხუთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
6. კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება