ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 4 საათი, 48 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 2


ვაკანსიის N 42167     

თანამდებობის დასახელება
კარტოგრაფიისა და გეოინფორმაციული სისტემის განყოფილების უფროსი
დამსაქმებელი
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია
კატეგორია
საინჟინრო საქმე
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
29.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
1100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - ჩაატაროს და უზრუნველყოს წინასაპროექტო მიწის ნაკვეთის აგეგმვის საველე და კამერალური სამუშაოები;
- შეასრულოს შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთის და ხაზობრივი ნაგებობების, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა აზომვითი ნახაზები;
- უზრუნველყოს სხვადასხვა შესრულებული სამუშაოების ან გაწეული მომსახურების სწორად აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- დაიცვას ურღვევი კონტროლის მეთოდები, უხელმძღვანელოს შესაბამისი სპეციალისტების მუშაობას, შეამოწმოს და შეითანხმოს მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტაცია, შეიმუშაოს ურღვევი მეთოდის კონტროლის დოკუმენტაცია, ჩაატაროს მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების ინსპექტირება;
- მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი პროექტების შემუშავება-განხილვაში, ჩაუტაროს სპეციალისტებს შესაბამისი ტრენინგები;
- პასუხისმგებელია ლაბორატორიის საქმიანობის სწორად და უსაფრთხო წარმართვაზე, ასევე, ლაბორატორიის ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი";

- საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ";

- სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის დებულება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Arc GIS            კარგი
AutoCAD            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ბათუმი, ლერმონტოვის №90ა
საკონტაქტო ტელეფონები
577 21 21 50; 577 66 29 27
საკონტაქტო პირი
ირაკლი ლოჩოშვილი; ირმა ურუშაძე

დამატებით მოთხოვნები
                    - აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საპროექტო ორგანიზაციაში სპეციალისტად ან ინჟინერ-დამპროექტებლად (შესაბამისი სერტიფიკატი/მოწმობა);
- აუცილებელია GEO-CORS-ის ცოდნა;
- სასურველია ტოპოგრაფიის ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge. 

კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• უმაღლესი განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);
• შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
1. განცხადების გადარჩევა (კონკურსის მომდევნო ეტაპზე - ტესტირება - გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომელებიც დააკმაყოფილებენ ზემოთ განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას);
2. ტესტირება (კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრება საკონკურსო - საატესტაციო კომისიასთან - გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ საკანონმდებლო აქტებში ტესტების მინიმალურ ბარიერს);
3. გასაუბრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან.

კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე კანდიდატის მიერ სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
ტესტირება
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება