ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-55 დღე, -11 საათი, -57 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 24


ვაკანსიის N 42165     

თანამდებობის დასახელება
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი
დამსაქმებელი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
29.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
1660 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობა;
- სამმართველოში შემოსული დოკუმენტაციის განხილვა და განაწილება;
- სამმართველოს მოხელეებს შორის მოვალეობების განაწილება, სამმართველოს მუშაობის ორგანიზება, სამმართველოს მოხელეთა  საქმიანობისა და სამსახურებრივი დისციპლინის კონტროლი;
- სკოლამდელი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
- ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტების შემუშავება;
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებებში მონიტორინგის სისტემის შემუშავება, განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კონსულტაცია და მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
- სკოლამდელი განათლების პროგრამების, დამხმარე მეთოდოლოგიური და სასწავლო რესურსების შემუშავება და გავრცელების ხელშეწყობა;
- დონორ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა სკოლამდელი სექტორის განვითარებისათვის  სტრატეგიის შემუშავების, სკოლამდელი განათლების სექტორის მხარდასაჭერი პროექტების დაგეგმვის და განვითარების მიზნით;
- დეპარტამენტის დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

-  საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;

-  კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №170/ნ ბრძანება.

კანდიდატი ასევე უნდა იცნობდეს შემდეგ სამართლებრივ აქტებს:
-  საქართველოს კონსტიტუცია;
-  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
-  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
-  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, დ. უზნაძის 52
საკონტაქტო ტელეფონები
2 200 220

დამატებით მოთხოვნები
                    - განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 2 წელი;
- ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 1 წელი;
- პროექტების მართვის გამოცდილება;
- უცხოური ენის (ინგლისური/რუსული) კარგად ცოდნა.

სასურველია:
-  საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
-  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    აუცილებელია კანდიდატმა: 
- განათლება გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე); 
- შესაბამის გრაფაში ატვირთოს არანაკლებ 5 წლიანი ნებისმიერი სამუშაო გამოცდილების, განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილებისა და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე); 
- შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია) და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება