ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 4 საათი, 45 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 13


ვაკანსიის N 42158     

თანამდებობის დასახელება
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის ექთანი
დამსაქმებელი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
29.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
750 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             1.	ექიმის მითითებების დროულად და სათანადოდ შესრულება;
2.	პაციენტის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) მომზადება ლაბორატორიული და ფუნქციური გამოკვლევებისათვის;
3.	სამედიცინო მომსახურებისა და სანიტარულ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების საკითხებში ექიმების დახმარება;
4.	პაციენტის მოვლის, ჰიგიენური, სამედიცინო ცენტრის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვა;
5.	პაციენტის მომზადება გასასინჯად, საჭიროების შემთხვევაში მისთვის პირველადი დახმარების გაწევა;
6.	დადგენილი უსაფრთხოების ნორმების მუდმივი დაცვა ბრალდებულ/მსჯავრდებულ პაციენტებისთვის სერვისის მიწოდებისას;
7.	პირველადი და პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვებისას მონაწილეობის მიღება, მედიკამენტების, სამედიცინო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
8.	მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის მოხმარების აღრიცხვა/შემოწმება;
9.	პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი (პულსის გასინჯვა, ტემპერატურის გაზომვა, არტერიული წნევის გაზომვა და ა.შ.);
10.	ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების სწორად გამოყენებისა და პროცედურების სათანადოდ შესრულება;
11.	სამედიცინო მოხმარების საგნების მოვლა-პატრონობა;
12.	კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დროული  შეფასება და შესაბამისი ქმედების განხორციელება;
13.	პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა;  
14.	ექიმის დანიშნულებისა და მითითებების შესრულება, მედიკამენტების მიწოდებისა და სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების ჩათვლით; 
15.	მკურნალობის (მათ შორის დიეტის) რეჟიმის დაცვის, უწყვეტობისა და მისი დასრულების ხელშეწყობა, ხელშემშლელი ფაქტორების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
16.	პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა  ექიმის დანიშნულების მიხედვით;
17.	ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის უზრუნველყოფა, ექიმის დანიშნულების მიხედვით, დოზირებისა და ჯერადობის გათვალისწინებით, დოკუმენტირება/აღრიცხვიანობა;
18.	პატიმრის ხარჯებით შეძენილი მედიკამენტების/სამედიცინო მოხმარების საგნების შემოწმება/მიღება, უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელთან ერთად;
19.	არსებული კვალიფიკაციის შესაბამისად უფლება-მოვალეობის შესრულება; 
20.	კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება;
21.	სამინისტროს დებულებით, სამედიცინო დეპარტამენტის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების, ასევე, ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე  თავი);

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

ზ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, გორგასლის ქ. №83ა
საკონტაქტო ტელეფონები
2312745
საკონტაქტო პირი
ნატო მიშველიძე

დამატებით მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო მიმართულებით) ან პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის ექთანი, ქირურგიის ექთანი, ანესთეზიოლოგიის ექთანი, კრიტიკული მედიცინის ექთანი, სამკურნალო დიაგნოსტიკის ექთანი, ზოგადი პრაქტიკის ექთანი, ფსიქიატრიის ექთანი, ფერშალ-ლაბორანტი ან სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული) ან მათი მომიჯნავე სპეციალობების ექთანი);
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. 
2. კანდიდატი ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) შესაბამის ველში ატვირთოს:
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• სამოტივაციო წერილი;
• სერტიფიკატის ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. 
4. კანდიდატებს, რომელთა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უარი ეცნობებათ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის - www.hr.gov.ge მეშვეობით.
5. კონკურსი მოიცავს საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. 
6. კონკურსი ითვლება გავლილად ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
7. კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები.
9. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
10. გასაუბრების ჩატარების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს 2 დღით ადრე ეცნობებათ თავიანთ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონით.
11. კონკურსის შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კანდიდატს ეცნობება წერილობით ან/და თავიანთ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
12. კანდიდატის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის გასაუბრებაზე დაუშვებლობის საფუძველს, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
13. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. მისამართი: თბილისი, გორგასლის ქ. №85ა.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება